"ბერნაბეუზე" დი სტეფანოსადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ალფრედო დი სტეფანოსადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.


პარასკევს, ფლორენტინო პერესმა და ალფრედო დი სტეფანომ, გამოფენის პრეზენტაცია გამართეს.აღსანიშნავია, რომ ისტორიის განმავლობაში პირველად გამოფინეს დი სტეფანოს პირადი ნივთები და ტროფეები.მაყურებელს შეუძლია ნახოს, არგენტინელი გოლეადორის გოლები და შთამბეჭდავი მომენტები 3-დ ეფექტში.ერთი სიტყვით, გამოფენაზე აღბეჭდილია დიადი ფეხბურთელის მადრიდისეული კარიერა.

ექსპონატების დათვალიერებასთან ერთად, მნახველებს ესმით მსოფლიოს ლეგენდარული მოთამაშეების შეფასება ალფრედოზე: "წარმოუდგენელი ფეხბურთელი," "მაესტრო მაესტროთა შორის," ""რეალის" ხატი" და სხვანი.ამ ყველაფერზე დი სტეფანომ შემდეგ დასძინა: "მადლობას ვუხდი მეგობრებს ასეთი შეფასებებისათვის.ბედნიერი ვარ."

"ნამდვილად არ მოველოდი ასეთ სანახაობას.მინდა მივულოცო ყველას, ვინც აღნიშნულის შექმნაში მონაწილეობა მიიღო.გამოფენა საკმაოდ მგრძნობიარეა.თანამედროვე სტილში გაკეთებული ექსპონატები, სრულად ასახავს ჩემს ცხოვრებას.ბევრი დიდებული დრო გამახსენდა."რეალის" პრესტიჟი ძალიან მნიშვნელოვანია.ვფიქრობ, ყველას, ვინც ძალისხმევას გაიღებს კლუბისათვის, სათანადოდ დააფასებენ აქ" - განაცხადა სამეფო კლუბის საპატიო პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ დი სტეფანო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც "სუპერ ოქროს ბურთი" მიიღო.ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 5 ფინალში შეძლო თავის გამოჩენა.

ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)