იგუაინის პრესკონფერენცია

მადრიდის "რეალის" წამყვანმა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, სადაც ისაუბრა გუშინდელ შევედრაზე და საკუთარ გეგმებზე.


როგორ ფიქრობთ, შეძლებთ თამაშს "ხიხონის" წინააღმდეგ?

მე ცოტა დრო დავყავი "ვალიადოლიდთან" შეხვედრაში, გუშინდელ მატჩისთვის კი არ ვიყავი ბოლომდე მზად. ახლა კი ბევრს ვმუშაობ რომ ვითამაშო მომავალ მეტოქესთან. არ ვიცი შევძლებ თუ არა, ამას ყველაფერს ხვალ გავიგებთ.

ეთანხმებით თუ არა პელეგრინის, რომ გუშინ ცუდად არ გამოყურებოდა სამეფო კლუბი?

გავიტანეთ ორი გოლი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩვენ დაუმსახურებლად წავაგეთ, თუმცა ჯგუფში მაინც ლიდერები ვართ და ეს ძალიან კარგია, გუშინდელ ქულებს, შემდეგ რაუნდში ავინაზღაურებთ.

მაგრამ, ფიქრობთ რომ გუნდმა კარგად იასპარეზა?

ეს გახლადათ ძალიან არაპროგნოზირებადი მატჩი, ჩვენ ვერ გავაკეთეთ საქმე ისე, როგორც გვინდოდა. გავემგზავრებით "მილანში" და იქ გავახარებთ ჩვენს ფანებს, აუცილებლად გავიმარჯვებთ.

როგორ გრძნობს თავს კლუბი მარცხის შემდგომ?

ჩვენ ვიცით რომ კარგი გუნდი გვყავს, განსაკუთრებით შეტევითი რგოლი, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში. გოლების გატანა ადვილად შეგვიძლია, მაგრამ რაღაც გვაკლდება ყოველთვის, იმედია გამოვასწორებთ დაშვებულ შეცდომებს.

თქვენ უკვე დამარცხდით ორ ძლიერ ოპონენტთან, როგორ ფიქრობთ კიდევ ბევრჯერ მოხდება ასე?

არა, რა თქმა უნდა. ქულები დავკარგეთ, მაგრამ ხომ მაინც ლიდერები ვართ ჩემპიონთა ლიგაზე... ჩვენ ბევრ მნიშვნელოვან შეხვედრას მოვიგებთ და შევეცდებით, რომ აღარასოდეს ვაგრძნობინოთ საკუთარ ფანებს მარცხის გემო.

რატომ უჭირს გუნდს თამაში?

ეს თავიდან, თორემ ყველაფერი საკუთარ ადგილას დადგება ახლო მომავალში. ჯერ არაფერი დაგვიმტკიცებია.

პელეგრინი საკმარისია წარმატების მისაღწევად?

დარწმუნებული ვარ რომ სრულიად საკმარისია. რატომ არ უნდა იყოს, ყველაფერს დრო სჭირდება, ნელ–ნელა ლაგდება ჩვენი თამაში, უკეთესობის ნიშანწყალს კი ყველა ამჩნევს.


სტატიის ავტორი: Kevlisha

იმფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • kevlisha
  • 22 ოქტომბერი 2009
  • 1933
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)