"განსაკუთრებულის" განსაკუთრებული აღნიშვნები

"განსაკუთრებულის" განსაკუთრებული აღნიშვნები


სამეფო კლუბის დამრიგებელი ჟოზე მოურინიო, ნამდვილად არაპროგნოზირებადი ადამიანია.


ვფიქრობ, მის ქმედებებში ნამდვილად არის "განსაკუთრებულობის" ნიშნები.მოური თავის ზედმეტსახელს, ხშირ შემთხვევაში გატანილი გოლების შემდეგ ამართლებს.

ბევრჯერ გვინახავს კადრი, როდესაც მოურინიოს რომელიმე დამოძღვრილმა ფეხბურთელმა ულამაზესი გასროლა გააკეთა მოწინააღმდეგის კარში, თუმცა ამ ყველაფერს მის სახეზე თვალის დახმხამებაც არ მოყოლია, ანუ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მისმა გუნდმა მიიღო ბურთიო.

ამის პარალელურად, ასევე ბევრჯერ, გვინახავს ეპიზოდი, რომელიც შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში ტრიალებდა სხვადასხვა ტელევიზიებში.შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ გუშინდელი დაპირისპირება, კრიშტიანუს ყუმბარისებული დარტყმა და მოურინიოს შემოსრიალება მწვანე მინდორზე.ალბათ, მწვრთნელთა უმრავლესობა ასე ემოციურად მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალს აღნიშნავს, მაგრამ ეს განსაკუთრებული ჟოზეა.

პორტუგალიელი დამრიგებლის ისტორიაში, ყველაზე მგძნობიარე აღნიშვნები ახლაც კარგად ემხსოვრება ფეხბურთის გულშემატკივრებს.ერთი სიამოვნება იყო იმის ცქერა, თუ როგორ შეაჯდა მოურინიო კალეხონს ზურგზე, როცა შარშანდელ სეზონში, კრიშტიანუმ გამარჯვების გოლი გაუტანა "ვალენსიას" (http://www.youtube.com/watch?v=9vF2OGgYdGo), არანაკლები "სიამოვნება" მიანიჭა მან "ნოუ კამპზე" შეკრებილ "კულეებს," როდესაც "ინტერით" ფინალში გასვლის შემდეგ, აწეული თითით დარბოდა კატალონიელთა მოედანზე.

ალბათ, ყველას გავინტერესებს, როგორი იქნება მისი რეაქცია, როდესაც წელს, სამეფო კლუბი მეათე თასს აღმართავს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)