საერთაშორისო პრესა "დაბრუნებულ" მადრიდზე

"მანჩესტერ სიტისთან" ჩინებული თამაშით, სამეფო კლუბმა წამყვანი საფეხბურთი ჟურნალ-გაზეთები მოხიბლა.საერთაშორისო ტაბლოიდებმა საქებარი სიტყვები არ დაიშურეს მოურინიოს ბიჭებისადმი.


იტალიური La Gazetta dello Sport: "მარსელომ უპასუხა ძეკოს, ბენზემამ უპასუხა კოლაროვს, ხოლო კრიშტიანუს გასროლა საფინალო იყო."თეთრებმა" დაიმსახურეს მოგება, თუმცა დიდი რისკის ფასად.ნამდვილად კარგი იდეა იყო, ჩემპიონთა ლიგის "ფინალით" დაწყება."

Corriere dello Sport - ""რეალის" შოუ:" "ჩემპიონთა ლიგის პირველივე კვირას, ამაღელვებელი დაპირისპირება ვიხილეთ."რეალმა" და "სიტიმ" პირველივე წუთებიდან ბოლომდე, გულშემატკივრებს შოუ შეთავაზეს."

ფრანგული L'Equipe - "ეს მადრიდი გამორჩეულია:" ""სიტი" ახლოს იყო ქულასთან, თუმცა რონალდუმ დაამტკიცა, რომ ჯერ კიდევ ძალა შესწევს იბატონოს "ბერნაბეუზე."რაფაელ ვარანი, რომელიც მოულოდნელად მოგვევლინა სასტარტო შემადგენლობაში, სრულად აკონტროლებდა ტევეზსს.87-ე წუთზე გატანილი გოლით, ბენზემამ რონალდუს გამარჯვების ბურთს საფუძველი ჩაუყარა."

პორტუგალიური A Bola - "ბედნიერმა და გამტანმა რონალდუმ მოურინიო აამოქმედა."

ინგლისური The Guardian: "კოლაროვმა და ძეკომ, თავიანთი გოლებით თითქოს ისტორიული ნაბიჯი გადადგეს, თუმცა ეს მოურინიო, რომელმაც რონალდუს გოლის წყალობით იზეიმა მატჩის ბოლოს."

ინგლისური The Sun - "განსაკუთრებული რონ:" "რონალდუს გოლის შემდეგ მოურინიო იმ პოზიციაზე დადგა (საუბარია მუხლებზე), რომელიც თამაშის დასრულების შემდეგ "სიტის" ფეხბურთელებმა შეითვისეს."

სამხრეთ ამერიკა Globoesporte: "თამაში გაკრვეულ დაღლს გავდა, თუმცა ფეხბურთის ღმერთმა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალი" გამარჯვების გარეშე არ დატოვა.ბევრი ამბობდა, რომ "ბლანკოსი" კრიზისშია, თუმცა მათ მწვანე მინდორზე ბურთის გაკრვეთილები ჩაატარეს."

არგენტინული Olé - "მხსნელი რონალდუ"

ქართული "მსოფლიო სპორტი" - "დასაწყისიც ასეთი უნდა:" " მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ისინი 2-ჯერ აგებდნენ და 3 ქულის მოპოვება მოურინიოს შეგირდებმა მხოლოდ ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოახერხეს (კომენტარი თქვენთვის მომინდია - ავტ.).

ქართული sportall.ambebi.ge - "გუნდის დაბრუნება:" "წუთის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ამ გოლმა მხოლოდ მძინარე მხეცი გააღვიძა. მადრიდელებმა ყველა ბოლოდროინდელი წყენა, იმედგაცრუება და ბოღმა ერთად მოკრიბეს და ინგლისელებთან ამოანთხიეს - შედეგად, დარჩენილ 5 წუთში "სიტის" დაცვა დაიფლითა." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)