მადრიდისტები "სიტისთან" თამაშის შემდეგ

მადრიდისტებმა "სიტისთან" შეხვედრის შემდეგ კომენტარები გააკეთეს:


რაფაელ ვარანი: "სიმართლე გითხრათ, გაოცებას ვერ ვმალავდი, როდესაც ჩემი გვარდი სასტარტო შემადგენლობაში ამოვიკითხე.წინასასეზონო მომზადების პერიოდი მაღალ დონეზე ვერ ჩავატარე, ამიტომაც სეზონის დებიუტი სათადარიგოზე გავატარე.ვიცი, რომ მოურინიო მენდობა."

"ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი რანგის თამაში მოვიგეთ."

"მატჩის დასასრული ძალზედ ემოციური გამოდგა.ტურნირი 3 ქულით დავიწყეთ და გახარებულნი ვართ."

ლუკა მოდრიჩი: "ეს მადრიდის "რეალია."ასეთ შეხვედრებში სრულიად შესაძლებელია წაგება, თუმცა კლასისა და ხასიათის ხარჯზე გამარჯვება მოვიპოვეთ.მადრიდში გადმოსვლის დღიდან ყველაფერი იდეალურადაა.დიდ სიამოვნებას ვირებ ყველაფრისგან."

"სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა.მადლობას ვუხდით ქომაგებს მხარდაჭერისთვის.ეს მოგება ძალიან დაგვეხმარება."

ალვარო არბელოა: "მებრძოლი სული გამოვავლინეთ, რაც წინა შეხვედრებში გვაკლდა.რა თქმა უნდა, ხალხს მშვიდი მოგებები უყვარს, თუმცა ეს ჩვენ დიდ სარგებელბს მოგვიტანს."

"სერხიო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის.მწვრთნელის გადაწყვეტილებით მას არ მოუწია თამაში.ის ფაქტიც ყურადსაღებია, რომ მასთან ერთად არანაკლებ ნიშანდობლივი მოთამაშეები დარჩნენ სკამზე."

"გულწრფელად გეუბნებით, ჩვენი ურთიერთობა მოურინიოსთან არის იდეალური."

"გუნდი ვერ იქნება კმაყოფილი, რამეთუ ლა ლიგა ცუდად დავიწყეთ, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გამოსწორდება."სიტისტან" მოპოვებული გამარჯვება ბევრ რამეს შეცვლის.წაგება საკმაოდ ძიერი დარტყმა იქნებოდა."

"ბერნაბეუზე ქომაგებმა უდიდესი დახმარება გაგვიწიეს, განსაკუთრებით მოწინააღმდეგის მეორე გოლის შემდეგ."სიტი" კარგი გუნდია, თუმცა დღეს უკეთესად ჩვენ გამოვიყურებოდით."

ემილიო ბუტრაგენიო: "მარცხი არასამართლიანი იქნებოდა.ეს ის გამარჯვებაა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გვემახსოვრება."

"ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა თამაში, რამეთუ სიტი მწვავე შეტევებს ახორციელებს.ჩვენ ვიბრძოლებთ აღნიშნული ტურნირისთვის.ვფიქრობ, პირველ ტაიმშიც უნდა გაგვეტანა, თუმცა ფეხბურთი ხშირად მკაცრია." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)