პელეგრინის პრესკონფერენცია

მატჩის შემდეგ მანუელ პელეგრინიმ გუნდის თამაშზე ისაუბრა.


რატომ დაკარგა გუნდმა კონცენტრაცია ბოლო 30 წუთში?

მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიტანეთ პირველი გოლი, თამაშსაც ვაკონტროლებდით, მაგრამ, როცა ანგარიში 1:2 გახდა, ჩვენ დავკარგეთ თამაშზე კონტროლი და არაორგანიზებულად ვთამაშობდით.

თქვენმა გუნდმა ითამაშა ორ სერიოზულ მეტოქესთან: "სევილიასთან" და "მილანთან" და ორივე მატჩში დამარცხდა. ეს არ გაღელვებთ?

ყოველი წაგება მაწუხებს. ორივე გუნდს შესანიშნავი ფეხბურთელები გყავს, რომლებიც დიდი ხანია, რაც ერთად თამაშობენ. იმედია თამაშის ხარისხს გამოვასწორებთ. ახლა ჩვენი მთავარი მიზანია – გავიდეთ პლეი–ოფში და არ ჩამოვრჩეთ "ბარსელონას".

ყველას გაუკვირდა, როცა რაული წავიდა კუთხურის ჩასაწოდებლად, რის შემდეგაც დრენტემ გოლიც გაიტანა. ეს ჩანაფიქრი იყო, თუ რეზულტატმა აიძულა ასე მოქცეულიყო?

რაულმა იმიტომ მოაწოდა კუთხური, რომ ხაბი ალონსო მეორე ფლანგზე იყო. ამიტომ ინიციატივა რაულმა აიღო საკუთარ თავზე.

"ვალიადოლიდთან" მატჩში თქვენ განაცხადში შეიყვანეთ არბელოა, მიუხედავად იმისა, რომ ის ტრავმირებული იყო. გუშინდელ შეხვედრაში განაცხადში შეიყვანეთ იგუაინიც, მაგრამ იძულებული გახდით ის გაგეყვანათ განაცხადიდან. "კანტერას" ფეხბურთელებს რატომ არ აქცევთ ყურადღებას?

არბელოას მცირედი პრობლემები აწუხებდა, მაგრამ მას შეეძლო თამაში. იგუაინი ექიმების რეკომენდაციით გავიყვანე განაცხადიდან. ყველა შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში არ შეიძლება გამოიყენო "კანტერის" ფეხბურთელი.

პეპემ მიიღო ინციდენტში მონაწილეობა, როცა რონალდინიომ რაულს დაარტყა თავში. თქვენ ესაუბრეთ მას?

არ დამინახავს რა მოხდა. ვნახავ ამ ეპიზოდს და დაველაპარაკები პეპეს.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • faqo
  • 22 ოქტომბერი 2009
  • 2601
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)