კასილიასი: "ჩემი ოცნებაა, "რეალში" კარიერის დასრულება"

სამეფო კლუბში იკერ კასილიასის დებიუტიდან, 13 წელი გავიდა."რეალის" ოფიციალურმა საიტმა, ფეხბურთელთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა.


- თქვენი დებიუტიდან 13 წელი გავიდა.ვგონებ, ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი მოსაგონარი დაგიგროვდათ...
- ნამდვილად მნიშვნელოვანია დღეა, რამეთუ 13 წლის წინ, "სან მამესზე" პირველი ოფიციალური თამაში ჩავატარე "ბლანკოსის" მაისურით.უსაზღვროდ მოხარული ვარ, რამეთუ ნამდვილად არ მეგონა, ამდენი ხანი თუ ვითამაშებდი თეთრი მაისურით.ეს ჩემი ოცნება იყო.დრო სწრაფად გადის, მაგრამ ვამაყობ იმით, რაც მე "რეალს" მივეცი და რაც მე მომცა კლუბმა.

- თქვენი ყველაზე სასიამოვნო მოგონება?
- ეჭვგარეშეა, გავიხსენებდი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტიტულს.მაშინ, "რეალის" მესამე გუნდში ვთამაშობდი 10 თვე და შემდეგ უეცრად ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბოს ტურნირის ფინალში მოვხვდი.რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ლიგის მეორე თასის მოგონებები და ასევე პრიმერა დივიზიონის ტიტულები, რომლებიც დიდი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ.

- თქვენი საგმირო საქმენის გამო, ბევრმა წმინდანათ შეგრაცხა.13 წლის შემდეგ, კაპიტნის სამკლაურით, წმინდანიც ხართ და კლუბის სიმბოლოც?
- იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემს თანაგუნდელებს შორის ყველაზე ვეტერანი ვარ.ვერაფერს გეტყვით წმინდანობაზე და სიმბოლოზე, მე სხვებისგან განსხვავებით გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა მაქვს.ყოველთვის ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვგეგმავდი პროგრესს.ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იერო და სანჩისი არიან, 18-19 წლის ასაკში მეუბნებოდნენ, რომ დიდი კარიერა მექნებოდა.განვლილი 13 წლის გადმოსახდეიდან, მოსაგონი ბევრია და ვიმედოვნებ, რომ კიდევ არაერთი იქნება.

- ახლა იგუაინის 20 ნომრიანი მაისური გაცვიათ.ამით იმის თქმა გინდათ, რომ "რეალის" რიგებში კარიერის გაგრძელება დებიუტიდან 20 წლისთავამდე გსურთ?
- დიახ, თქვენ მართალი ხართ."პიპამ" ამ ინტერვიუსთვის მათხოვა თავისი მაისური.ჩემი ოცნებაა კარიერის იმ გუნდში დასრულება, რომელში თამაშზეც 9 წლის ასაკიდან ვფიქრობდი.კონტრაქტი 36 წლამდე მაქვს, მაგრამ ვიმედოვნებ, 39 წლის რომ ვიქნები მაშინ წავალ გუნდიდან.ყოველთვის მაღალი მიზნები უნდა დაისახო და ქომაგებმა მიღწეულით არ უნდა დაგაკმაყოფილონ.ამგვარი დამოკიდებულება პასუხისმგებლობას მიმატებს.

პ.ს. ქართველი მადრიდისტების სახელით, იკერს დებიუტიდან 13 წლისთავს ვულოცოვ.იკერი "რეალის" ნამდვილი სიმბოლოა.ჩემი აზრით, იკერია "რეალი" და "რეალია" იკერია.ვიმედოვნებ, კლუბის ხელმძღვანელები გაითვალისწინებენ დიადი გოლკიპერის პოზიციას და მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.ნამდვილად საამაყოა, რომ სამეფო კლუბის კარს, ესოდენ ლეგენდარული მეკარე იცავს.წარმატებებს ვუსურვებ კასილიასს !!! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)