16 მადრიდისტა სანაკრებო ბატალიებზე

მადრიდის "რეალის" 16 ფეხბურთელი სანაკრებო ბატალიებზე იასპარეზებს...


ესპანეთის ნაკრებში როგორც ყოველთვის 5 მადრიდისტაა გამოძახებული: კასილიასი, რამოსი, ალბიოლი, არბელოა და ალონსო. "ფურია როხა" პირველ შეხვედრას დღეს საუდის არაბეთის წინააღდმეგ გამართავს. ცხადია, მატჩი ამხანაგური ხასიათის იქნება. იგი თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს. 11 სექტმებერს კი ესპანელები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიპიკაციო ეტაპში ჩაბმებიან. ესპანეთის პირველი მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება. მატჩი თბილისში 21:45 საათზე აიღებს სტარტს.

ოზილისა და ხედირას გერმანიის ნაკრები საკვალიპიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. გერმანელები ჯერ ჰანოვერში ფარერების კუნძლებს დაუპირისპირდებიან, ხოლო შემდგომ ვენაში ავსტრიას. შეხვედრები შესაბამისად დღეს(22:45) და 11 სექტემბერს(22:30) გაიმართება.

პორტუგალიის ნაკრებში პეპე, რონალდო და კოენტრაო გამოიძახეს. პირენეის ნახევარკუნძულელებიც დღეს ჩაებმებიან საკვალიპიკაციო ეტაპში. მათი პირველი მეტოქე ლუქსემბურგი გახლავთ. შეხვედრა დღეს 22:45 საათზე დაიწყება, ხოლო 11 სექტმებრეს პორტუგალიელები ბრაგაში აზერბაიჯანის ნაკრებს მიიღებენ.(23:15)

ქარიმ ბენზემას საფრანგეთიც საკვალიპიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. "მამლები" გასვლაზე ჯერ ფინეთს დაუპირისპირდებიან(დღეს, 22:30), ხოლო 11 სექტმებერს შინ ბელარუსს მიიღებენ.(23:00).

ახალწვეული ლუკა მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში გამოიძახეს. ხორვატები საკვალიპიკაციო ეტაპის ეგიდით ჯერ ზაგრებში მაკედონიას დაუპირისპირდებიან(დღეს, 22:15), ხოლო 11 სექტმებერს ბრიუსელში ბელგიის დამარცხებას შეეცდებიან.(22:45).

რასაკვირველია, არგენტინის ნაკრებში დი მარია და იგუაინი გამოიძახეს. სამხრეთ ამერიკელებიც 2014 წლის მოსფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში არიან ჩაბმულნი. პუირველ შეხვედრას არგენტინის ნაკრები ამაღამ, (8 სექტმებერს) პარაგვაის წინააღმდეგ გამართავს(03:10), ხოლო 12 სექტმებერს პერუს ესტუმრება.(05:15).

რაც შეეხება მარსელოს ბრაზილიას, "პენტაკამპეონები" ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. დღეს 22:45 საათზე "სელესაო" სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება, ხოლო 11 სექტმებერს ჩინეთს.(05:00)

როგორც ყოველთვის, რაფაელ ვარანი საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. "მამლები" ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიპიკაციოეტაპის ეგიდით ჯერ სლოვაკ თანატოლებს დაუპირისპირდებიან(დღეს, 20:45), ხოლო 10 სექტმებერს(22:45) ამხანგურ მატჩს ჩილესთან გამართავენ.


სტატიაში აღნიშნული ყველა დრო თბილისის დროით არის მოცემული... dle 10.1

  • wishmaster
  • 6 სექტემბერი 2012
  • 2319
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)