მოუ: ""რეალი" "ბარსასთან" საბრძოლველად ავირჩიე"

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ, AS-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.


- ისეთი კლუბები, როგორებიც "რეალი" და "ბარსელონა" არიან (რომლის მფლობელბად ათი-ათასობით "სოსიოსი" ითვლება), როგორ უნდა გაუმკლავდნენ არაბი და რუსი მილიონერების შეტევებს.ეს უკანასკნელები კოლოსალურ თანხებს იხდიან ფეხბურთელებში.ბუნებრივა, თანდათან გრანდებს ვარსკვლავების შენარჩუნება გაუჭირდებათ...
- "რეალი," "ბარსა," "ბაიერნი" - აღნიშნულ კლუბებს გააჩნიათ უნიკალური კაპიტანი, საკუტარი ისტორიის სახით.ვფიქრობ, ამას ვერანირი ფულით იყიდი.ტიტულები, ჩემპიონთა თასები, ტრადიცია, ისტორია, გულშემატკივრები - ამ ყველაფრისათვის ფული საკმარისი არაა.საუკეთესო მოთამაშეებს სწორედ ამგვარ კლუბებში სურთ თამაში.ჩემს მიერ ჩამოთვლილი გუნდების მუზეუმში, ყველანაირი მიღწევის დათვალიერება შეგიძლიათ.რასაკვირველია, ჯერჯერობით, ფეხბურთელისთვის ეს არის მნიშვნელოვანი.როგორც ვიცით, მალე "ფინანრუსი fair play" ამოქმედდება.პლატინიმ განაცხადა, რომ შესაბამისი ნორმის შემოღების შემდეგ, მკაცრად მოხდება კლუბების გაკონტროლება.ეს ყოველივე კი პრობლემებს შეუქმნის გუნდებს, რომელთაც დიდი ფული აქვთ.რაც შეეხებათ მადრიდისნაირ გრანდებს, ახალ რეალიებზე გადასვლისთვის მზად არიან."რეალის" პოტენციალი და ისტორია საკმარისია საუკეთესოებში ადგილის შესანარჩუნებლად.ჩვენ გვყავს ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან რონალდუ, კასილიასი, იგუაინი, ბენზემა და სხვები.ამ მხრივ "ბარსასაც" ყველაფერი რიგზე აქვს, ხოლო ის გუნდები, რომლებიც თავინთი მფლობელების ფინანსურ მხარეზე არიან დამოკიდებულნი, ცუდი დღეები ელით.ერთი სიტყვით, ფინანსური კანონის შემოღება ფეხბურთს წაადგება.

- "რეალმა" და "ბარსამ," როგორ უნდა გაუწიონ კონკურენცია რუს და არაბ ბიზნესმენებს?
- სატრანსფერო ფანჯარა დიდ ცვლილებებს განიცდის.მაგალითისთვის, გასულ კვირას, "ზენიტმა" პორტუგალიის საუკეთესო კლუბებიდან ჰალკი და ვიტსელი შეიძინა.აღნიშნული ტრანსფერებისათვის, რუსებმა 100 მლნ. დახარჯეს.ნახსენებ ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შანსი ჰქონდათ, თუმცა სხვა გზა აირჩიეს.ფული ფეხბურთში მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როდესაც საშუალო დონეზე გვაქვს საუბარი.სპორცმენს, რომლის ხელფასიც წელიწადში 5 მილიონია, იმ კლუბში არ უნდა წავიდეს, რომელიც 12 თვეში 5.5. მლნ. გადაუხდიას მაგრამ თუ ვინმე 12 მლნ. იღებს და იმას 40 შეთავაზებენ, თანხმობა ლოგიკურად მეჩვენება, რამეთუ ახალი კონტრაქტით მისი ყოფა ერთი-ორად გაუმჯობესდება.ვგონებ, ჰალკისა და ვიტსელის შემთხვევა, კიდევ არაერთხელ განმეორდება ფეხბურთის ისტორიაში.ჩემი აზრით, ისტორიული კლუბისათვის ვარსკვლავის წართმევა დიდ სირთულეს წარმოადგენს.

- ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, თქვენს ჯგუფში 3 ქვეყნის ჩემპიონმა დაიდო ბინა.დაახასიათეთ მეტოქეები...
- ერთ ჯგუფში არა მხოლოდ ჩემპიონები მოვხდით, არამედ 3 წამყვანი ევროპული პირველობის ლიდერები, საუბარია პრიმერაზე, პრემიერ ლიგაზე და ბუნდეს ლიგაზე.ვფიქრობ, იტალია მოწოდების სიმაღლეზე ვეღარ დგას.იქედან მხოლოდ "იუვეს" თუ შეუძლია კონკურენციის გაწევა.საფრანგეთი ლიგა 1 პროგრესირებს, თუმცა ჯერ შესაბამის დონემდე ვერ მივიდა.ბუნებრივია, რთული ჯგუფი შეგხვდა.ჩვენთანაა ჰოლანდიის ჩემპიონი "აიაქსი."გუნდი, რომელიც აღმშენებლობის პროცესში იმყოფება, მაგრამ ყოველთვის პერსპექტიული ფეხბურთელების ნაკადი ჰყავს.

- კენჭისყრის შემდეგ თქვენი ჯგუფი, სიკვდილის ჯგუფად მონათლეს.რუდ გულიტის აზრით, კლუბებს პატარა შეცდომაც კი არ ეპატიებათ.
- ვეთანხმები გულიტს.განსხვავებსა, ჩვენსა და სხვა ჯგუფებს შორის იმაშია, რომ "რეალს" მოდუნების საშუალება არ ექნება.გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი ჯგუფიდან ფლეი-ოფში გასული ორივე გუნდისთვის ბრძოლის გაგრძელება უფრო რთული იქნება, ვიდრე დანარჩენი 14 მონაწილისთვის.მოგახსენებთ ამის მიზეზს.ჩვენთან, ნებისმიერი შეხვედრაში, პირველი წუთებიდან მატჩის დასრულებამდე, უშეღავათო ბრძოლები იქნება.ყოველი დაპირისპირებისათვის, მაქსიმალური კონცენტრაციის გაღება მოგვიწევს.ამასთანავე ძალების ბოლომდე დახარჯვა იქნება აუცილებელი.აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ დანარჩენი კლუბები შემდეგ ეტაპზე გაცილებით დასვენებეულნი იქნებიან.ჩვენი ფიზიკური და მორალური მდგომარეობა კი, შესუსტებული იქნება.

- ჯგუფურ ეტაპზე ადვილი გასეირნება არ იქნება?
- ადვილი ნამდვილად არაფერი იქნება, მაგრამ ის მამშვიდებს, რომ "რეალი" ძალზედ კონკურენტუნარიანია.გუნდი დამატებით მოტივაციას არ საჭიროებს.ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მიაღწიონ.

- მთავარი მოწინააღმდეგე "მანჩესტერ სიტი" იქნება?
- ასეთი კატეგორიული არ ვიქნები."ბორუსია" გერმანიის ბოლო 2 ჩემპიონტაის გამარჯვებულია.მათ შემადგენლობაში ნიჭიერი მოთამაშეები ირიცხებიან, რომელთაგაცნ უმეტესი ბუნდეს ნაკრებში გამოდის.ამასთანავე მათ ჰყავთ პოლონეთის ნაკრების 2 საუკეთესო ფეხბურთელი.პლიუს ამას, დორტმუნდის საშინაო არენაზე ძალიან რთულია თამაში."აიაქსისგან" არაფერია გასაკვირია.რა თქმა უნდა, "მანჩესტერ სიტი" ძალიან ძლიერია, გამომდინარე თავიანთი რესურსებისგან.ვფიქრობ, მაღალი დონის მოთამაშეები მხოლოდ ერთი მიზნით შეკრიბეს - ეს მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

- ბოლო 6 თვის განმავლობაში, "რეალმა" ორჯერ შეძლო "ბარსელონას" მუხლებზე დააჩოქეთ.როგორ ფიქრობთ, ახალი ციკლი დაიწყო?
- მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ "ბარსას" გამარჯვებების სერია შევწყვიტეთ და მათ ეტაპობრივად ჩამოვართით ტიტულები.კატალონიელების ალტერატივა გაჩნდა და ვნახოთ რით დამთავრდება ყოველივე ეს.ნებისმიერ შემთხვევაში მართლები ვიქნებით, რამეთუ ვსაუბრობთ მსოფლიოს 2 საუკეთესო გუნდზე.ვფიქრობ, რომელიმე მსოფლიო გრანდი პრიმერაში რომ გადმოდიოდეს, პირველი ორი ადგილის მოპოვების შანსი არ ექნებოდა.სწორედ ამიტომ ავირჩიე "ბლანკოსი," აქ რთულია.სხვა ჩემპიონატებში გამარჯვების მოპოვება გაცილებით ადვილია.გასულ წელს, ლა ლიგის მოგება, ახალ სიმაღლეზე გასვლას ნიშნავდა, ამიტომაც მეამაყება მოპოვებული ტიტულის.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებთ რონალდუთვის დახმარების გაწევას?
- ეს ისეთი თემაა, რაზეც საუბარის უფლება არ მაქვს.

- თქვენი აზრი, კასილიასისა და ჩავის მიერ ასტურიის პრინცის პრემიის მოპოვებაზე...
- ეს დღის საუკეთესო სიახლე იყო.თქვენი გაზეთის საშუალებით, ვულოცავ მათ.ისინი დიდებულები არიან.

ინფორმაციის წყარო: realmadrid.ru, as.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)