ამას ჰქვია "გამართლება"

მესამე ტურის ჯგუფური შეხვედრების ცენტრალურ მატჩში მადრიდის "რეალი" მოულოდნელად დამარცხდა "მილანთან" 2:3


მაინც უცნაური გუნდია "მილანი".კლუბმა საშინლად დაიწყო ეროვნული ჩემპიონატი,დაკარგა აუტსაიდერებთან საჭირო ქულები,მაგრამ უპრინციპულეს მატჩში "რომასთან" მათ კარგად თამაში და გამარჯვება მოახერხეს და შემდეგ უკვე "რეალს" მოუგეს.

არადა პირველი ტაიმი "მილანს" კარგს არაფერს უქადდა.მოედნის ცენტრს მთლიანად "ბლანკოსი" აკონტროლებდა.პირველი 45 წუთი კასილასმაც მოიწყინა და მადრიდელი მცველებიც უმეტეს ნაწილს "მილანის" საჯარიმოში ატარებდნენ."რეალი" სწრაფად და გააზრებულად უტევდა და ამ ყველაფერმა მე-18 წუთზე შედეგიც გამოიღო.

უნდა აღინიშნოს,რომ დიდას კარში გოლი აქამდეც უნდა გასულიყო,როდესაც ძამბროტამ ბენზემა საკუთარ საჯარიმოში წააქცია,თუმცა ბლეკერეს სასტვენი რატომღაც დუმდა,მაგრამ 18 წუთზე დიდას ბურთი ხელიდან გაუვარდა,იქვე მყოფმა რაულმა კი მომენტი გოლად აქცია 1-0.

გატანილი გოლის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა,მადრიდელები კვლავ უტევდნენ,მაგრამ ამას ძალიან ფრთხილად აკეთებდნენ,მომენტები ჰქონდათ კაკას,ბენზემას და იგივე რაულს მაგრამ გოლი პირველ ტაიმში აღარ გასულა.

მეორე ტაიმი "მილანმა" შეტევებით დაიწყო და 62 წუთზე პირლომ ბურთი მიიღო,ვერ ნახა რა გაგრძელება შეტევის დაახლოებით 30 მეტრიდან დაარტყა კასილასის მარჯვენა კუთხეში და 1-1. 4 წუთში კი იტალიელებმა ისარგებლეს "რეალის" დაბნეულობით და პატომ ანგარიში 1:2 გახადა.

ამ ყველაფერს მართლაც რომ ლოგიკურს ვერ ვუწოდებთ. ესტებან გრანეროს ნაცვლად მოედანზე დრენტე გამოვიდა,რომელმაც 10 წუთში ანგარიში გაათაბრა,თუმცა მილანმა ბოლოს მაინც შეძლო გოლის გატანა 88 წუთზე ზეედორფის პასით პატომ დუბლი გაიფორმა.

"მილანმა" 6 ქულა მოაგროვა,ვინ გავა С ჯგუფიდან პირველი ადგილით ეს უკვე "სან სიროზე" გაირკვევა dle 10.1

  • raul777
  • 22 ოქტომბერი 2009
  • 2912
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)