კრიშტიანუს ოქროს გოლები

პორტუგალიელ მეგა-ვარსკვლავს, "თეთრი" მაისურით 100-ზე მეტი გოლის აქვს შეგდებული.


რასაკვირველია, აქედან არაერთი ბურთი გამოირჩევა სანახაობით, თუმცა მნიშვნელობით 3 გოლის გამოყოფა შეიძლება.ეს ის ოქროს გოლებია, რომლებმაც მოურინიოს ფორმაციის "რეალს" ტიტულები მოუტანეს.სასიხარულოა, რომ კრიშტიანუს სამივე გადამწყვეტი გოლი, "ბარსელონას" კარში იქნა შეყრილი.

2011 წლის 25 აგვისტო, ესპანეთის სამეფო თასის ფინალი, მესტალია: "ელ ფერარიმ" დამატებით ტაიმში, ანხელ დი მარიას ბრყინვალე ჩაწოდებას, თავური დარტყმით უპასუხა და ტაბლოზე 0-1 დააფიქსირა.ეს იყო რონის პირველი ტიტული მადრიდელთა რიგებში.

2012 წლის აპრილი, ნოუ კამპი: როგორც გახსოვთ, ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გაიმართა "კლასიკო.""განსაკუთრებულის" შეგირდებს ფრეც აწყობდათ, ხოლო გვარდიოლას ბიჭებს მხოლოდ გამარჯვება მართებდათ.მეორე ტაიმში, როდესაც ანგარიში 1-1 გახლდათ, პორტუგალიელმა შესანიშნავი გასროლით შანსი არ დაუტოვა ვალდესს.შესაბამისად, ბარსელონადან 3 ქულის წამოღებით, სამეფო კლუბმა ფაქტიურად გაინაღდა ჩემპიონობა.

და ბოლოს, რამდენიმე დღის წინ გამართული სუპერ თასის განმეორებითი დაპირისიპირება.კრიშტიანუ რონალდუმ ჯერ თავბრუ დაახვია პიკეს, ხოლო შემდეგ ყუმბარისებული დარტყმით მორიგი სირცხვილი აჭამა "კულეთა" სიამაყეს.აღნიშნული გოლიც თასის მომტანი გამოდგა.

მოკლედ, მადრიდული გრანდის ბოლო 3 ტიტულში, "გოლების მანქანის" წვლილი ფასდაუდებელია.

ინფორმაციის წყარო: Marca.Com

პ.ს. საიტის ერთგულ მომხმარებელს ბოდიშს ვუხდი პასიურობისათვის.რიგი მიზეზების გამო ვერ განებივრებდით ჩემი სტატიებით, თუმცა დღეიდან, შევეცდები, აქტიურად შევუდგე საყვარელ საქმეს. ჰალა მადრიდ !!! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)