რონალდო: "მსგავსი რამ პირველად განვიცადე"

რონალდომ პრეზენტაციის შემდეგ ინტერვიუ მისცა მადრიდის რეალის ოფიციალურ საიტს.


- რომელ პოზიციაზე ამჯობინებთ თამაშს?

- რა თქმა უნდა ჩემი საქმე ფლანგზე თამაშია, თუმცა არც თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშზე ვიტყოდი უარს.

- ერთი სიტყვით როგორ აღწერდით დღევანდელ დღეს?

- ეს იყო ამაღელვებელი.

- დღეს როგორ დაიძინებთ?

- დარწმუნებული ვარ მშვიდი ძილი მექნება, ვინაიდან დღეს ძალიან დატვირთული დღე მქონდა და ძალიან დავიღალე.

- რაზე ფიქრობდით, როდესაც 80 000 ფანი დაინახეთ ბერნაბეუზე?

- ეს იყო შესანიშნავი გრძნობა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სტადიონი ბოლომდე გაივსებოდა ჩემ პრეზენტაციაზე. მე მაშინ ჩემ მშობლებზე ვფიქრობდი. მე გულშემატკივრებისგან დიდი სიყვარული ვიგრძენი და მე ვალდებული ვარ ჩემი თამაშით გავამართლო ჩემზე გაცემული ავანსები. ისიც ვიცი, რომ მე ახლა უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ თამაში მომიწევს, ვიდრე ამას მანჩესტერში ვაკეთებდი, მაგრამ მე ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და მაქვს ამბიციები, რომელსაც აუცილებლად შევასრულებ. ძალიან მინდა ახალ სეზონს საუკეთესო ფორმაში შევხვდე.

- რას ეტყოდით მანჩესტერის გულშემატკივრებს და ყოფილ თანაკლუბელებს?

- მე იქ გავატარე შესანიშნავი 6 წელი. მე ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. ჩემი ყოფილი თანაკლუბელები კი პატივისცემით მოეკიდნენ ჩემს გადაწყვეტილებას, ვინაიდან მადრიდის რეალში თამაში იყო ჩემი ბავშვობის ოცნება და მოხარული ვარ რომ ამისრულდა. ეს არის ჩემი ახალი სახლი და გპირდებით, რომ თეთრი მაისურისთვის 100 პროცენტით დავიხარჯები და თავს არ დავზოგავ.

- რა გითხრათ დი სტეფანომ?

- მე მასთან შეხვედრას შევადარებდი ჩემი ცხოვრების იმ ეპიზოდს, როდესაც მე შევხვდი სერ ბობი ჩრლტონს. დი სტეფანო მადრიდის რეალის ცოცხალი ლეგენდაა და მან მე წარმატება მისურვა. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი.

- რას იტყოდით თქვენს სატრანსფერო ფასზე?

- მე ყოველთვის ვიძახდი, რომ კლუბმა უნდა დახარჯოს დიდი ფული, რათა შეაგროვოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები. მე ყველას დავუმტკიცებ, რომ მადრიდის რეალმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება. ბევრი რამ დაიწერა, მაგრამ მე მეამაყება და მიხარია, რომ მე ვარ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი.

- როდესაც გასახდელში შეხვედით მიხვდით, თუ რა რთული გზა უნდა გაიაროთ დღეიდან?

- დიახ, მაგრამ რეალში თამაში ჩემი ცხოვრების ამბიცია იყო. მე არ მინდოდა კლუბის შეცვლა, მაგრამ როდესაც გეპატიჟება მადრიდის რეალი უარის თქმა ძნელია. ჩემი მოწოდებაა ვიყო პირველი და ამას მივაღწევ კიდეც. როდესაც ვაკოცე მადრიდის რეალის გერბს, ისეთი რამ განვიცადე, რასაც სიტყვებით ვერ ავხსნი.

- მოაგებინებ მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგას?

- მე მარტო არ ვთამაშობ. მე ვარ კლუბის ნაწილი და მე დავიხარჯები ბოლომდე, რათა მე და ჩემ ახალ თანაგუნდელებს სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლები გვქონდეს. მე ვთამაშობ შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდში და მყავს შესანიშნავი მწვრთნელი, ახლა მთავარია კარგად შევთამაშდეთ და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- რამდენი გოლის გატანა გსურს ამ სეზონში?

- პირველ რიგში მე ვეცდები სწრაფად გავიარო ადაპტაცია და შევეჩვიო ახალ გუნდს. გოლები კი შემდეგ თავისით მოვა.

- შეამჩნიე პორტუგალიური დროშები პრეზენტაციის დროს?

- ყოველთვის სასიამოვნოა როდესაც შენი ქვეყნის გარეთ ხედავ პორტუგალიურ დროშას. მე აგრეთვე ძალიან მომეწონა მადრიდის რეალის დროშები ამ ყველაფერმა მე სიამაყის გრძნობა გამიჩინა. ჩემი შემდეგ მიზანია კვლავ დავიბრუნო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული და დავეხმარო კლუბს ტიტულების მოგებაში.

- როგორ გამოემშვიდობეთ ფერგიუსონს?

- მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან და ჩვენ კარგად გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს.

- რა გსმენიათ პელეგრინიზე?

- მე მასზე ბევრი კარგი რამ მსმენია. ის კარგი მწვრთნელი უნდა იყოს, ვინაიდან იგი მადრიდის რეალშია. დიდი სიამოვნება იქნება მასთან მუშაობა და დარწმუნებული ვარ ის ბევრ ტიტულს მოგვაგებინებს.

- რატომ არ დაესწრო დედათქვენი პრეზენტაციას?

ის პირადი მიზეზების გამო ვერ ჩამოვიდა მადრიდში, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახლა იგი ტელევიზორთან ზის და ტირის.

- რას ფიქრობთ რიბერიზე?

- ის შესანიშნავი ფეხბურთელია და რამოდენიმეჯერ მიყურებია მისი თამაშისთვის. მაგრამ ჩემი საქმეა ფეხბურთის თამაში და არა ფეხბურთელების შეფასება.

- ითამაშა გადამწყვეტი როლი პერესმა თქვენს ტრანსფერში?

- ფაქტია რომ მე მადრიდის რეალში ვარ და ამაში პერესს დიდი როლი მიუძღვის.

- მოწყენილი ხომ არ ხართ "7" ნომერი რომ დაკარგეთ?

- მე მინდოდა 7 ნომერი, მაგრამ გათვითცნობიერებული მქონდა, რომ ამ ნომერს არავინ მომცემდა, ვინაიდან იგი მადრიდის რეალის ლეგენდას რაულს ეკუთვნის. 9 ნომერიც არ არის ცუდი. მთავარია კარგად ვითამაშო ნომრებს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშნველობა არ აქვს.

- ესაუბრე მეგობრებს რომლებიც მადრიდში გყავს?

დიახ, მე ვესაუბრე პეპეს, ჰაინცეს და დი სალვოს. მე მათთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდის რეალში კიდევ უფრო მეტ მეგობარს შევიძენ.

- ხომ არ ღელავ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით თამაში მოგიწევს?

- არა. მე ყოველთვის მინდოდა მადრიდის რეალში თამაში და ეს გუნდი ყოვლეთვის დაკომპლექტებული იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით და ამ ფაქტს შეგუებული ვიყავი. ახალი თანაგუნდელები, ახალი კლუბი და ახალი ლიგა ერთად კი უკვე ამაღელვებელია.

- ხომ არ ფიქრობ, რომ შენ შარშან უნდა შეერთებოდი მადრიდის რეალს?

- არა. გასულ სეზონში მე მოვიგე პრემიერ ლიგა და ვითამაშე ფინალში, რაც ძალიან სასიამოვნო იყო.

- იცით რა არის სიბელესი?

რა თქმა უნდა. ეს არის ადგილი სადაც რეალი ზეიმობს ტიტულებს. მე მოხარული ვიქნები, თუ სეზონის ბოლოს მთელი გუნდი ერთად აღვნიშნავთ ახალ ტიტულებს.

- რას ფიქრობთ რეალის ახლანდელ შემადგენლობაზე?

- რეალს შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შემადგენლობა აქვს. პელეგრინისთვის ძნელი იქნება აარჩიოს თუ ვინ უნდა იყოს ძირითადში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იგი წარმატებით გაართმევს თვს დაკისრებულ მოვალეობას.

- სამივე ტიტულის მოგებაზე ხომ არ გიფიქრია?

- ეს ჩემი ამბიციაა, თუმცა მარტო ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზეც არ ვიტყოდი უარს.

- როგორ ფიქრობთ ბარსელონასთან რევანში უნდა აიღოთ?

- სიტყვა რევანში არ მიყვარს, მაგრამ მე მსურს ბარსელონას მოვუგო არა მარტო ბერნაბეუზე არამედ ნოუ კამპზეც!

- რა განსხვავებაა ლა ლიგასა და პრემიერ ლიგას შორის?

- პრემიერ ლიგაში უფრო სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ, ხოლო ლა ლიგა უფრო დაძაბულია.

- რას იტყვით ბერნაბეუზე?

- მე არასოდეს მინახავს ასეთი საოცრება. ეს იყო განსაკუთრებული გრძნობა

- როგორი ურთიერთბა გექნებათ კაკასთან?

- ვფიქრობ მე და კაკა ერთმანეთს კარგად გავუგებთ და ვიმეგობრებთ.

- რას ფიქრობთ ბენზემაზე?

- ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მადრიდის რეალს წაადგება.

- რას ეტყვით პატარა ბავშვებს, რომელთაც რეალში თამაში სურთ?

მე მინდა ვუთხრა, რომ რეალი განსაკუთრებული გუნდია. ბარსელონა შესანიშნავი გუნდია, მაგრამ რეალი ნამდვილად ჯობია.

- ლიგის რომელი თამაში მოგწონთ ყველაზე მეტად?

- ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მეტად კლასიკოში თამაში მსურს.

- ესაუბრეთ უკვე პელეგრინის?

- ჯერ ამის საშუალება არ მქონია, მაგრამ ვიცი რომ მისი მეთოდები ამართლებს.

- რას ანიჭებთ უპირატესობას სანახაობრივ ფეხბურთს თუ ტიტულს?

- ქულები მნიშვნელოვანია, მაგრამ პუბლიკას სანახაობრივი ფეხბურთი უყვარს, ამიტომ ჩვენ უნდა დავაგროვოთ ქულები სანახაობრივი ფეხბურთის მეშვეობით.

- როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

- ტელევიზორს ვუყურებ სახლში.

- რამის გეშინიათ?

- არა. მე მხოლოდ სიკვდილის მეშინია.

- ესაუბრეთ ფიგუს?

- დიახ, მან ძალიან კარგად დაახასიათა მადრიდის რეალი და არჩევანი მომიწონა.

- გსურთ მანჩესტერის წინააღმვდეგ თამაში?

- მე მათ მინდა წარმატებებეი ვუსურვო, ვინაიდან ყველა მათგანთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მანჩესტერთან თამაშს არ შევუშინდები.

- არის მადრიდის რეალი ლა ლიგის მოგების ფავორიტი?

რა თქმა უნდა. ბარსელონასთან ერთად.

- ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე?

- მადრიდის რეალი.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • SunSay
  • 7 ივლისი 2009
  • 2696
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)