რელანო : "ჟოზემ თამაშის სტილი შეცვალა"

ესპანელმა ექსპერტმა ალფრედო რელანომ სამეფო კლუბზე ისაუბრა...


"სამეფო კლუბმა თამაშის სტილი შეცვალა და ეს თვალნათლივია, ორივე მატჩი რომელიც გუნდმა პრიმერას ეგიდით გამართა აბსოლიტურად განსხვავდებოდა წინა სეზონის დაპირისპირებებისგან. ჟოზეს გუნდმა მაღალ გადაცემებზე გააკეთა აქცენტი და რამდენად მოერგება ეს სტილი "ბლანკოსის" სათამაშო ფილოსოფიას სხვა საკითხია."

"ვფიქრობ ანხელ დი მარიას პოზიციური გადანაცვლებები გუნდს არაფერს მოუტანს, არგენტინელი ფეხბურთელი ცენტრისკენ იწევს და გამთამაშებლის ფუნქციებსაც ითავსებს, ამ დროს კი გუნდს ფლანგური გარღვევები უფრო ესაჭიროება, რადგან მოურინიოს გუნდი კონტრ-შეტევებზე მსოფლიოში საუკეთესოა."

"დაცვის ცენტრს პეპე ნამდვილად აკლია, მაგრამ ეს პრობლემა აღმოფხვრადია, გუნდი აუცილებლად უნდა დალაგდეს, სხვა შემთხვევაში საქმე ფატალურ შედეგებთან გვექნება. ჟოზეს თუ ამ სტილით თამაში სურს, მაშინ შესაძლოა "მერენგებმა" მიმდინარე სეზონში ვერაფერი მოიგონ, რადგან ახალ სტილზე ფეხბურთელების შეგუებას დრო სჭირდება."

"კრიშტიანო ნამდვილად არ არის ფორმაში, მაგრამ პორტუგალიელ ფეხბურთელს ნებისმიერ დროს შეუძლია სიტუაციის გამწვავება, ამ მოთამაშეზე "ბლანკოსში" ბევრი რამ არის დამოკიდებული." dle 10.1

  • Hala
  • 28 აგვისტო 2012
  • 1495
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 9
2 ხერარდ მორენო 8
3 მესი 8
4 ლორენი 7

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 4 4 0 0 12
2 რეალი 4 2 1 1 7
3 ბრიუგე 4 0 2 2 2
4 გალათასარაი 4 0 1 3 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2019 (309)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)