მოურინიო:"ჩვენმა მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა, ვულოცავ მათ"

მთავარმა მწვრთნელმა "ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ პრესკომფერენცია გამართა.


"ხეტაფემ სრულიად დაიმსახურა გამარჯვება. მათ არ უთამაშიათ ფანტასტიურად, მაგრამ მაინც დამსახურებულად იმარჯვეს, ვულოცავ მათ. გუნდამ ძალიან ცუდად ითამაშა. მე არ ვარ იმედგაცრუებული, ვინაიდან მატჩის საბოლაო შედეგი ლოგიკური გახლავთ."

"სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ და ეს კარგი ნამდვილად არ არის. "ვალენსიასტან" მატჩი განსხვავებული გახდათ, რადგანაც ჩვენ უკეთესად გამოვიყურებოდით და საბოლაო ჯამში ფრეს მივაღწიეთ. მაგრამ დღეს ჩვენ მხოლოდ დამარცხება დავიმსახურეთ."

''მე არ მქონია შემთხვევა, რომ სეზონის საწყის ეტაპზე 3 შეხვედრაში ვერ გამემარჯვოს. მაგრამ რაღაც ახალი ყოველთვის ხდება, მაგალითად: წინა სეზონში მადრიდის "რეალთან" ერთად 100 ქულა მოვიპოვე ლა ლიგაში და გუნდმა 120 გოლი გაიტანა, მსგავსი შედეგი კი არცერთ გუნდთან არ მქონია. მაგრამ ეს "რეალია" და ასეთი შედეგი ნორმალურია. სუპერთასი სხვა საკითხია, თასის ბედი 2 შეხვედრასი წყდება. დღევანდელი თამაში კი მართლაც საშინელება იყო."

"პრესკომფერნციაზე ძნელია შეცდომებზე საუბარი, არის ბევრი რამ რასაც აქ ვერ იტყვი. მოთამაშეები არ ვიცი რას ფიქრობენ ამ საკითხზე, მატჩის შემდეგ ისინი დაღლილები იყვნენ და არ მისაუბრია. "

"არ მინდა მარცხის მიზეზად ფეხბურთელების ცუდი ფიზიკური მდგომარეობა დავასახელო. არ მინდა ამის საჯაროდ განხილვა, ვინაიდან ფეხბურთელებთან არ მისაუბრია და არ მინდა ჩემს განცხადებას პრესის საშვალებით გაეცნონ. გავიგე, რომ ისინი მეორე გოლის მიზეზად ხელით თამაშს ასახელებენ, არ ვიცი ეს სიმართლეა თუ არა, ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მათ იციან, რომ ჩვენ სრულიად დავიმსახურეთ დამარცხება. "ხეტაფემ" ითამაშა კარგად, მაგრამ ჩვენი დამარცხება უფრო მეტია ვიდრე იმათი გამარჯვება."-განაცხადა მოურინიომ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)