არსენ ვენგერი: "მადრიდის "რეალი" – ჩემი ბავშვობის ოცნებაა"

არსენ ვენგერს ბევრჯერ შეეძლო გამხდარიყო მადრიდის "რეალის" მწვრთნელი, მაგრამ ის მუდამ უარით ისტუმრებდა ფლორენტინო პერესს და ამჯობინებდა მშობლიურ "არსენალში" დარჩენას. პერესმა წელსაც შესთავაზა ვენგერს მადრიდული გრანდის თავკაცობა, მაგრამ ისევ უარი მიიღო. შემდეგ კი "რეალის" პრეზიდენტმა არჩევანი მანუელ პელეგრინიზე შეაჩერა.


"L'Equipe"-თან ინტერიუში ვენგერმა განაცხადა, რომ "რეალი" წელსაც სთავაზობდა მწვრთნელობას, მაგრამ ისევ უარი განაცხადა.

"მადრიდის "რეალი" – ჩემი ბავშვობის საოცნებო კლუბია. როცა პატარა ვიყავი ვხედავდი თეთრმაისურიან ფეხბურთელებს, რომლებიც ყველას ამარცხებდნენ. რა თქმა უნდა ეს კლუბი ძალიან მომწონს, მაგრამ მე ახალგაზრდებთან მუშაობა ვარჩიე და ბოლომდე ამას გავაკეთებ. თავის დროზე მივხვდი, რომ ყველაზე მთავარი ჩემს პროფესიაში თავისუფლების მინიჭებაა და ეს ამ მომენტისათვის მაქვს" – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი. ვენგერს ამით იმის თქმა სურდა, რომ "რეალის" მწვრთნელის საქმეებში პრეზიდენტიც ერევა.

არსენის თქმით, "სამეფო კლუბმა" მეტად მომხიბვლელი თანხა შესთავაზა, მაგრამ ფული არ არის მისი პრიორიტეტი.

"შეიძლება მადრიდში უფრო მეტი თანხა გადაეხადათ, ვიდრე "არსენალში" მიხდიან, მაგრამ ლონდონშიც მაკმაყოფილებს ყველაფერი. ჩემს ასაკში ფული დიდ როლს არ თამაშობს. ჩემს ცხოვრებაში იყო დრო, როცა ჯიბე ცარიელი მქონდა, მაგრამ დღეს ყველანაირად უზრუნველყოფილი ვარ".

"დარწმუნებული ვარ, "რეალის" ვარსკვლავებთან უფრო გამიჭირდებოდა ურთიერთობა, ვიდრე "არსენალის" ახალგაზრდებთან. ჩემი ფეხბურთელები არანაკლები ვარსკვლავები არიან, მაგრამ არაა მთავარი ფეხბურთელი სუპერვარსკვლავი იყოს".

"ფრანგმა მწვრთნელმა თავისი სამწვრთნელო წარმატების ერთ–ერთი საიდუმლო გაამხილა:

"ყველაზე რთული მწვრთნელისთვის ცუდ ფეხბურთელებთან მუშაობაა. ასევე ისიც ნათელია, რომ კარგი მწვრთნელის გარეშეც შეძლებენ ვარსკვლავები გამარჯვებას, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მათ აქვთ მცირედი შეცდომის დაშვების უფლება" – დაასრულა არსენ ვენგერმა.


ინფორმაციის წყარო: Marca.com dle 10.1

  • faqo
  • 21 ოქტომბერი 2009
  • 1736
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)