ლეონარდოსა და ნესტას პრესკონფერენცია

გთავაზობთ, ლეონარდოსა და ნესტას მატჩისწინა პრესკონფერენციას.


ლეონარდო: "მადრიდის რეალი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.ბლანკოსში ექსრაორდინალური ფეხბურთელები თამაშობენ"

- მზად არის თქვენი გუნდი ხვალინდელი თამაშისათვის?
- "რომასთან" მოგებული თამაშის შემდეგ კარგ განწყობაზე ვართ.ხვალე ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის წინაშე წარვდგებით.ისტორიული თამაში შედგება ბერნაბეუზე.

- რას ფიქრობ მადრიდის "რეალზე?"
- "რეალის" რიგებში დიადი და გამოცდილი მოთამაშენი ირიცხებიან.მათი პროექტი პოზიტიურია.

- სასტარტო შემადგენლობა ხვალინდელი თამაშისათვის უკვე ჩამოყალიბებული გაქვთ?
- რასაკვირველია.ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, ის არის რომ ნესტა აუცილებლად იქნება ძირითადში.ჩვენ მოხარულნი ვართ მისი დაბრუნებით.

- როგორ ფიქრობ, კარგად შეასრულობ დაკისრებულ მოვალეობას "რეალის" წინააღმდეგ?
- ასეთი ტიპის თამაშები ძალიან რთულია.წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ხვალე ყველა ნახავს თუ რა მოხდება მოედანზე.

- თქვენი აზრით, ქომაგები დაინტერესებულნი არიან რონალდიონიოთი? აეროპორტში მის სანახავად მოვიდნენ გულშემატკივრები (დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ მადრიდელ ქომაგებზეა საუბარი).
- მე არ ვფიქრობ, რომ მადრიდელები მისით არიან დაინტერესებულნი.

- ბუცების "ლუსმანზე" ჩამოკიდების შემდეგ, სამწვრთნელო კარიერა დაიწყეთ.როგორი შეგრძნებაა?
- მე თავს კარგად ვგრძნობ "მილანში."

- რა სხვაობაა კაკასა და რონალდინიოს შორის?
- ისინი ძალზედ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, თუმცა ორივე დიდ პოტენციალს ფლობს შეტევაში.ვგონებ, დინიო ბურთის ფლობის კომპონენტში უკეთესად გამოიყურება, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ისინი საუკეთესონი არიან.

- რატომ ფიქრობთ, რომ ამ მომენტისათვის "რეალი" გაცილებით სახიფათო ძალას წარმოადგენს?
- მათ რიგებში ირიცხებიან ექსტრაოდინალური ფეხბურთელები.ამასთან ერთად, გუნდის ინდივიდუალიზმის პოტენციალი ძალიან მაღლა დგას.ნებისმიერ მადრიდელეს შეუძლია თავად გადაწყვიტოს შეხვედრის ბედი.დამეთანხმებით, რომ ასეთი ფეხბურთელების ერთობლიობა დიდ ძალას წარმოადგენს.

- ზეედორმა განაცხადა, რომ "მილანი" ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია...
- მე არ ვფიქრობ, რომ მან ეს განაცხადა.ჩვენ ამ ტურნირის მოგება კი გვინდა, მაგრამ ამისათვის ბევრი რამაა გასაკეთებელი.უწინარეს ყოვლისა, გუნდმა თამაში უნდა გამოასწოროს.

ნესტა: "ერთობ სიამოვნებაა მადრიდელების წინააღმდეგ თამაში"

- რამდენ გოლს გაიტანს სამეფო გუნდი და არის თუ არა "როსონერის" დაცვა მოწოდების სიმაღლეზე?
- პირველ კითხვაზე რთულია პასუხის გაცემა, რამეთუ ხვალე ყველანი ვნახავთ რა მოხდება.რაც შეეხება დაცვას, ვფიქრობ, რომ ჩვენ მზადა ვართ.

- როგორ გრძნობ თავს?
- მზადა ვარ სათამაშოდ.

- დაბრუნდები იტალიის ეროვნულ ნაკრებში?
- მე მომავალ მუნდიალს გულშემატკივრის რანგში ჩავატარებ.

- კაკამ განაცხადა, რომ მას არ სურს "მილანის" წინააღმდეგ ფინალში თამაში...
- ერთობ სასიამოვნოა მადრიდელების წინააღმდეგ თამაში.რაც შეეხება რიკარდოს, ჩვენ მასთან ტკბილი მოგონებები გვაკავშირებს.საოცარი თამაშის მომსწრენი გავხდებით ხვალე.

- რაულისა და ინძაგის დუელს ვიხილავთ...
- დიახ.რაული ძალიან სახიფათო ფეხბურთელია და ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)