ბრძოლა დავთმეთ, მაგრამ ომი ჯერ არ დამთავრებულა.

დიახ, მეგობრებო, გუშინ ”მადრიდის რეალი” დამარცხდა მტრისავე ბანაკში ... დიახ, მეგობრებო , გუშინ ჩვენ 3 გოლი გავუშვით... დიახ, მეგობრებო , ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ (ის ერთი გოლი ვალდესის სინდისზე იყო) , დიახ მეგობრებო, საბოლოოდ ანგარიში 3:2 მორჩა მეტოქის სასარგებლოდ... დიახ, მეგობრებო, ეს მწარე სიმართლეა, მაგრამ...


მაგრამ ეს ”მადრიდის რეალია”, გუნდი, რომელიც ბოლომდე იბრძვის , გუნდი , რომელიც არასდროს არ მარცხდება... გუნდი, რომელმაც არ იცის და რომელსაც არ ძალუძს მარცხთან შეგუება... ეს არის გუნდი, რომელიც მთელს მსოფლიოში ათასობით, ათი ათასობით, ასი ათასობით, მილიონობით თეთრ გულს აერთიანებს... ეს არის გუნდი, რომელმაც შექმნა მთელი ეპოქა... ეს არის გუნდი, რომელიც მუდამ იყო, არის და იქნება მისაბაძი მაგალითი... ეს არის გუნდი, რომლისაც მუდამ შურდეთ, შურან ეხლაც და მუდამ შეშურდებათ... დიახ, სწორედ ასეთი გუნდია ჩემთვის ”მადრიდის რეალი”... სწორედ ესაა ის ძირითადი და ის მნიშვნელოვანი რამ, რომლის გამოც მიყვარს ეს ფერი, რომლის გამოც პატივს ვცემ ამ გერბს, რომლის გამოც მსიამოვნებს მისი ჰიმნის მოსმენა, რომლის გამოც ღამეებს ვათევ მისი თამაშის საყურებლად, რომლის გამოც არ მრცხვენია გარეთ გასვლის და ამაყად თქმის, რომ მე ”მადრიდის რეალის” , რომ მე ”თეთრი ფეხბურთის” , რომ მე ”თეთრი ბალეტის”, რომ მე ”ბლანკოსების”, რომ მე ”მადრიდისტების” მოყვარული ვარ...

დიახ, არ აქვს მნიშვნელობა ვისთან დავმარცხდებით, რა ანგარიშით წავაგებთ, რამდენ პროცენტიანი ბურთის ფლობა ექნება მეტოქეს, რამდენად კარგად ითამაშებენ ფეხბურთელები, რამდენად ბევრს გოლის გატანას მოვახერხებთ, რამდენ ტიტულს მოვიგებთ ... მე ყოველთვის , ყველგან და ყველასთან ვიტყვი ხმამაღლად ერთ მაგიურ, ერთ სხვებისთვის ნერვების მომშლელ, ერთ ყველაზე ლამაზ, ერთ ყველაზე ჟღერად, ერთ ყველაზე გავრცელებულ , ერთ ყველაზე ამაყ, ერთ ყველაზე ღირებულ სიტყვას და ეს იყო, არის და იქნება ”HalaMadrid!" დიახ, ეს უბრალო სიტყვები არაა... ისეთი, რომელსაც ყველა (5 წლის ბავშვებიდან დაწყებული) იყენებს... ვინც ერთხელ მაინც შეძლებს იმ ყველაფრის მიღებას, იმ სიყვარულის შეგრძნებას, იმ სითავხედეს შეუშვებს თავის გულსა და გონებაში, რასაც ”მადრიდის რეალი” ქვია, ის მიხვდება , თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვებს... თუ რაოდენ დიდია ეს ერთი ბეწო სიტყვა, თუ რაოდენ ყოვლის მომცველია ის, თუ რაოდენ დიდ მსხვერპლს მოითხოვს , თუ რაოდენ დიდ სიყვარულს ითხოვს შენგან... შენ უნდა გიყვარდეს... გიყვარდეს მიუხედავად მისი ცუდისა... უნდა გიყვარდეს, მიუხედავად მისი კარგისა... უნდა გიყვარდეს, მიუხედავად მისი მარცხისა და უნდა გიყვარდეს, მიუხედაად მისი გამარჯვებისა... სიყვარული არ არის მარტო კარგში... სიყვარული ცდუშიცაა. სიყვარული დამარცხებაშიცაა, სიყვარული ყველგანაა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ , როცა ის რაღაც გარე ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული... ეს არის ნამდვილი სიყვარული, ეს არის ნამდვილი ”სითეთრე”, ეს არის ნამდვილი მადრიდისტობა... და იკითხავთ რა ეს? დიახ, სწორედ ის, რომ გიყვარდეს, როცა აგებს , გიყვარდეს, როცა გასაჭირშია, გიყვარდეს, როცა ულხინს და გიყვარდეს, როცა იგებს...

უანგარო სიყვარული-აი, რას ითხოვს შენგან ”მადრიდის რეალი”... ამას ის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მოგთხოვს, თუ მის დიდ და საოცრებებით აღსავსე სამყაროში შემოაბიჯებ... შემოაბიჯებ დაბნეული , შემოაბიჯებს მოლოდინებით აღსავსე... შემოაბიჯებ აღიარების იმედით.... ესაა სამყარო, რომელიც იმდენად დიდია და ამავდროულად იმდენად ბოროტი, რომ შეიძლება აქ ვერ გაძლო... აქ იმდენადაა სიყვარული გამჯდარი, აქ სამყარო იმდენ სითბოს , იმდენ სიყვარულს და იმდენ ყურადღებას ითხოვს შენგან, რომ თუ არ შეგიძლია შეგძულდება აქაურობა... ამიტომაც არის, რომ აქ ყველა ვერ ჩერდება... ნამდვილი მადრიდისტობა არ არის ადვილი... ეს რჩეულთა ხვედრია... გავკადნიერდები და გეტყვით , რომ მე მაქ პატივი ვიყო რჩეულებს შორის... მე მაქ პატივი ვიყო იმათ შორის, ვინც არაფერს არ ითხოვს ამ ”თეთრი სამყაროსგან”, არამედ მას მისი ბუნების, მისი სიდიადის იმედი აქვს... ამ იმედით ცხოვრობს და იცის, რომ მოვა დრო, როცა ყველა მისი ოცნება, ყველა მისი მიზნები, ყველა მისი სურვილები , ყველა მისი ნატვრები ახდება ... ამ ყველაფერს კი ერთადერთი და განუმეორებელი ”მადრიდის რეალი” გააკეთებს... ეს თქვენი იმედიც, რომელიც სიყვარულთან ერთად ქმნის იმ რგოლს, რომელსაც ”მადრიდის რეალის” გულშემატკივრობა ქვია...

და ეხლა ერთი კითხვა თქვენთან, ვინც კი ამ ჩემს ნათქვამს , ვინც ამ ჩემს ”ნაბოდვარს”, როგორც ალბათ ბევრი თქვენგანი უწოდებს მას, წაიკითხავთ, ხართ თქვენ მზად იმისთვის, რომ გახდეთ ამ სამყაროს სრულუფლებიან წევრი, ხართ თქვენ მზად იმისთვის , რომ შეიგრძნოთ მთელი ის სიდიადე, რასაც ეს სამყარო მოიცავს, ხართ თქვენ მზად იმისთვის, რომ გამოცადოთ ის დიდებული და ენითაღუწერელი გრძნობები, რომელსაც ის თქვენგან ითხოვს... თუ კი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ”თეთრებში”, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოცნებათ თეატრში ... ამავდროულად კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გამოცდათა ”ჯოჯოხეთში”, იმიტომ რომ , როგორც ზევით ვთქვი , აქ უბრალოები არ ხვდებიან, შეიძლება მოხვდეთ, მაგრამ ვერ გაძლებთ... წინ დიდი გზაა, გზა, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად შეგწევთ ყოველივე ზემოთქმულის უნარი, რამდენად გაგაჩნიათ ყოველივე ზემოთქმული...

რაც შეეხება სტატიის სათაურს, სიმბოლურია , ვინაიდან ყველაფერი წინაა... იცოდეთ ერთი რამ , ”მადრიდის რეალი” არასდროს არ ნებდება, არასდროს არ ჩერდება დამარცხებული და მუდამ წინ მიდის.. მაშ , წინ დიდი გამარჯვებებისკენ, წინ დიდი ზეიმისკენ, წინ დიდი ეპოქისკენ, წინ დიდებისკენ... წინ, ვინაიდან უკან არაფერი გვესაქმება, ჩვენ წინ უნდა ვიაროთ, ამ წინსვლაში კი მუდამ დაგვეხმარება ის დიადი ისტორია, ის დიადი წარსული, ის დიადი ფეხბურთი, რომელიც შექმნა ”მადრიდის რეალმა”, რომელიც სისხლში აქვს გამჯდარი ”ბლანკსებს” და რომელიც ასულდგმულებს ჩვენს აწმყოს და აქედან გამომდინარე ჩვენს მომავალს... არ დავივიწყოთ ვინ ვართ, არ დავივწყოთ რანი ვიყავით და გვჯეროდეს ჩვენი გუნდის... გვჯეროდეს, ვინაიდან ის ამას იმსახურებს... აი , მესამე რგოლიც...

მაშ სიყვარული, იმედი და რწმენა...

ერთმანეთს ”სანტიაგო ბერნაბეუზე” შევხვდებით... კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ”თეთრ სამყაროში”

P.S. მე რამოდენიმე დღით გემშვიდოებებით... dle 10.1

  • shvela
  • 23 აგვისტო 2012
  • 2922
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)