ლა ლიგის ჩემპიონი სეზონის პირველი ტიტულის ძიებაში.

სულ რაღაც ხუთი დღეა გასული, რაც სეზონი განახლდა და გულშემატკივრებს უკვე ეძლევათ იმის საშუალება, რომ იხილონ "მადრიდის რეალისა" და "ბარსელონას" პირველი დაპირისპირება. სანახაობაში , რომელსაც ამსაღამოს მილიონობით გულშემატკივარი იხილავს, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ლა ლიგის ჩემპიონი "ბლანკოსები" და ესპანეთის სამეფო თასის ჩემპიონი "ბარსელონა". "კამპ ნოუზე" დღეს "თეთრები" კარგ განწყობაზე ჩადიან. სწორედ ამ სტადიონზე მოგების შემდეგ ფაქტიურად დაისაკუთრეს მათ წინა წელს ლა ლიგის ტიტული. მიუხედავად ნებისმიერი ანგარიშისა, ჟოზე მოურინიოს გუნდს საკუთარ მოედანზე თამაშის უპირატესობა ექნება გადამწყვეტ მეორე შეხვედრაში "სანტიაგო ბერნაბეუზე".


"მადრიდის რეალი" ესპანეთის სუპერ თასს ხვდება , როგორც ლა ლიგის სარეკორდო მაჩვენებლებით გამარჯვებული 100 დაგროვებული ქულითა და 121 გატანილი გოლით. გუნდა ყველაზე მეტ შეხვედრაში მოახერხა გამარჯვება (32), ყველაზე მეტი შეხვედრა მოიგო სამ ბურთიანი უპირატესობით (20), საუკეთესო ბალანსი ქონდა გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის (+89) და ყველაზე მეტი ე.წ. "რემორტადები" შემოგვთავაზა (9). ის იყო ყველაზე გამორჩეული გუნდი გასვლით შეხვედრებში, რომელმაც მოიგო ყველაზე მეტი შეხვედრა, გაიტანა ყველაზე მეტი გოლი და დააგროვა ყველაზე მეტი ქულები, ვიდრე რომელიმე გუნდმა მთელი ლა ლიგის არსებობის მანძილზე.

ბოლო მატჩი, რომელიც "თეთრებმა" ჩაატარეს "კამპ ნოუზე" იყო 21 აპრილი, ლა ლიგის 32-ე ტური. "მადრიდის რეალმა" ის შეხვედრა 1:2 ანგარიშით მოიგო. გოლები ხედირამ და კრიშტიანო რონალდომ გაიატანეს. ჟოზე მოურინიოს დღეს პეპე დააკლდება. პორტუგალიელმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ პეპეს ალბიოლი შეცვლის. კრიშტიანო რონალდოც შეძლებს თამაშს, ის კიდევ ერთხელ შეეცდება "კამპ ნოუზე" გატანას (ბოლო სამი თამაშში მან შეძლო თავის გამოჩენა).

სტატისტიკა "მადრიდის რეალის" მხარესაა


"მადრიდის რეალი" და "ბარსელონა" ერთმანეთს 213-ჯერ დაუპირისპირდნენ, მოგების მხრივ თეთრებს უპირატესობა აქვს : 87 მოგება, 42 ფრე და 84 მარცხი. "მადრიდის რეალი" ასევე წინაა გატანილი გოლების მხრივ: 359 გატანილი გოლი 342-ის წინააღმდეგ.

ლა ლიგის ჩემპიონი სეზონის პირველი ტიტულის ძიებაში.
dle 10.1

  • shvela
  • 22 აგვისტო 2012
  • 1354
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)