ელ კლასიკო-საინტერესო ფაქტები

შემოგთავაზებთ საინტერესო ფაქტებს სუპერ თასის შესახებ!!!


1-თუკი "ბარსელონა" ამ წელსაც მოიგებს სუპერ თასს,ამ შემთხვევაში გახდება პირველი კლუბი რომელმაც შეძლო და ზედიზედ 4ჯერ მოიგო სუპერ თასი.
2-მთელი ისტორიის მანძილზე ეს იქნება 220-ე ელ კლასიკოს რის შედეგადაც კატალონიელებმა 86-ჯერ იმარჯვეს "თეთრებმა კი 87-ჯერ.
3-"კამპ ნოუ"-ზე ელ კლასიკო ზედიზედ მესამედ გაიმართება,მაგრამ ეს რეკორდი არაა-1916-1929 წლებში ბარსა და რეალი ზედიზედ ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.
4-"ბარსელონამ" სუპერთასის ეს ვარინტი 10-ჯერ მოიგო. ესპანეთის სუპერთასის ამჯამინდელი სახე 1982 წლიდან არსებობს. "რეალი" ამ ტიტულის 8 გზის მფლობელია.
5-"ბარსელონა" და "რეალი" სუპერთასისთვის ერთმანეთს მეექვსედ შეერკინებიან. ოთხჯერ გამარჯვება "ბლანკოსმა" იზეიმა (1988, 1990, 1993 და 1997 წლებში), ხოლო ერთხელ კი "ბლაუგრანამ" (2011 წელს).
6-ამ ხუთი ორმატჩიანი დაპირისპირებიდან კატალონიელებმა სამი გამარჯვება მოიპოვეს, მადრიდელებმა - ხუთი. ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა.
7-21 აპრილს "რეალმა" "ბარსასთან" 7 მატჩიანი ვერ მოუგებელი სერია შეწყვიტა. მადრიდელებმა კატალონიელები "კამპ ნოუზე" 2:1 დაამარცხეს.
8-უკანასკნელი გუნდი, რომელმაც "ელ კლასიკოში" საკუთარი კარები მშრალად შეინახა "ბასრელონაა." "ბლაუგრანამ" მადრიდში "რეალს" 0:2 სძლია. მას შემდეგ ორივე გუნდს ერთმანეთისთვის გოლები აუცილებლად გააქვს.
9-ბარსას" აქვს შესაძლებლობა გახდეს ისტორიის მანძილზე პირველი გუნდი, რომელმაც სუპერთასი ზედიზედ 4-ჯერ მოიგო და ბოლო 8 წლის განმავლობაში 6-ჯერ. უკანასკნელად სერია ზედიზედ სამი გამარჯვებით "რეალმა" შეასრულა (1988-1990 წლებში).
10-"კამპ ნოუზე" შეხვედრა ტიტო ვილანოვასთვის იქნება პირველი "ელ კლასიკო" "ბარსას" მთავარი მწვრთნელის რანგში. მისმა წინამორბედმა, პეპ გუარდიოლამ "კლასიკო" გამაჯვებით დაიწყო, მან ბარსელონაში "რეალი" 2:0 დაამარცხა, შედმეგ კი გამართულ 15 "ელ კლასიკოდან" 9-ჯერ მოახერხა გამარჯვება.
11-ლიონელ მესის ყველა ტურნირში 19 ჩატარებულ "კლასიკოში" 13 გოლი აქვს გატანილი. "ბარსელონას" მაისურით მხოლოდ სეზარ როდრიგესს აქვს "ელ კლასიკოში" მასზე მეტი შედეგიანი დარტყმა განხორციელებული (14).
12-"ბარსელონამ" წააგო მხოლოდ ორი მატჩი, რომელშიც მესიმ გოლის გატანა მოახერხა. ეს მოხდა 2009 წელს "ატლეტიკოსთან" და 2011 წელს "ბეტისთან." იმ მატჩებში გამარჯვებების რაოდენობა, რომელშიც მესის გოლი გააქვს არის 134, ხოლო ფრეების რაოდენობა - 14.
13-მადრიდის "რეალმა" უკანასკნელად ესპანეთის სუპერთასი 2008 წელს მოიგო, როდესაც ორი მატჩის ჯამში "ვალენსია" დაამარცხა (6:5).
14-ჟოზე მოურინიოს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩებში ნეგატიური გამოცდილება აქვს. მის ანაგრიშზე ორი მოგება, ოთხი ფრე და ხუთი წაგებაა.
15-კრიშტიანუ რონალდუმ "ბარსას" წინააღმდეგ 16 ჩატარებულ შეხვედრაში ("მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის ჩათვლით) 6 გოლი გაიტანა.
16-კრიშტიანუ რონალდუს "ბარსელონას" კარებში ერთი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთ გოლზე მეტი არასდროს არ გაუტანია. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)