მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ფინალური სესიის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს თავის მოსაზრება გაუზიარა "ბარსელონასთან" მატჩთან დაკავშირებით.


"უკანასკნელი შეხვედრები, რომლებიც ჩვენ კატალონიურ კლუბთან გავმართეთ საკმაოდ კარგად და ბალანსირებულად შევაფასებდი. ბოლო დროს "ბლაუგნარასთან" ძალიან ძლიერად ვთამაშობთ, რაც შედეგებზეც აისახება. ჩვენ გასულ სეზონში რამდენიმე შეხვედრაში დავამარცხეთ ისინი, ხოლო საუკეთესოდ ჩვენი შესაძლებლობები ბოლო შეხვედრაში გამოვავლინეთ".

"შარშან ჩვენ დავთმეთ ეს ტიტული და შესაბამისად, ახლა გაცილებით მეტად გვსურს მისი მოპოვება. ცხადია, ორივე შეხვედრაში ბიჭები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ".

"დასანანია, რომ პეპე ამ შეხვედრას გამოტოვებს. მას ძალიან უნდა თამაში, მაგრამ ფეხბურთელის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს პორტუგალიელის შემცვლელი მოთამაშეები. სავარაუდოდ, მის მაგივრად რაულ ალბიოლი გაირჯება, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს ძლიერ გუნდებთან თამაშის".

მოურინიოს ნური შაჰინზე, კარვალიოზე და კაკაზეც დაუსვეს კითხვა:"ძალიან მინდა, რომ სამივე მათგანმა გუნდში დიდი როლი ითამაშოს, მაგრამ არცერთი მათგანი არ იმყოფება კარგ და ოპტიმალურ ფორმაში. ყველაზე მეტად, მე მინდა მათი "რეალში" კარგი ასპარეზობა".

"ჩვენი მეტოქე იგივე ფეხბურთელებით თამაშობს, როგორც წინა წელს და შესაბამისად, მე მათ მოქმედებებში დიდ და გასაოცარ ცვლილებებს ვერ ვხედავ. აშკარაა, რომ "ბარსელონა" უძლიერეს ფეხბურთს თამაშობს".

Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 21 აგვისტო 2012
  • 2763
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)