"მილანი" მადრიდში ჩაფრინდა

დღეს, დილის 12 საათისათვის მადრიდის "ბარახასის" აეროპორტში იტალიური "მილანის" თვითმფრინავი დაეშვა.მაშასადამე, ესპანეთის დედაქალაქს უკვე ეწვივნენ სტუმრები, რომლებთაც 21 სექტემბერს "ბერნაბეუზე" მოუწევთ პაექრობა მადრიდელებთან.


იტალიელები მადრიდის ცენტრალურ ნაწილში მდებარე, სასტუმრო "Villa Magna"-ში დაბანაკდნენ.გუნდის თავკაცი, ლეონარდო მოგვიანებით პრესკონფერენციას ჩაატარებს და შემდეგ ავარჯიშებს გუნდს ლეგენდარულ "სანტიაგო ბერნაბეუზე."

"როსონერის" მაღალ-ჩინოსანმა, ადრიანო გალიანიმ, შემდეგი განუცხადა ჟურნალისტებს: "რა თქმა უნდა რთულია ის, რომ კაკა ჩვენ რიგებში არ არის, მაგრამ რა უნდა ვქნათ, ასეთია ფეხბურთი.ჩვენი მიზანი კარგი ფეხბურთის თამაში და 3 ქულის მოპოვებაა.იმედია იტალიაში გახარებულები დავბრუნდებით.ვგონებ, მომავალი დაპირისპირება მსოფლიო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება.არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოთხშაბათს ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან გუნდები, რომელთა მონაგარია 16 ტიტული ჩემპიონთა ლიგაზე."

"მილანის" განაცხადი "რეალთან" შეხვედრაში:
დიდა, დონარუმა, რომა, ანტონინი, იანკულოვსკი, კალაძე, ნესტა, პაჩინი, ოდო, ტიაგო სილვა, ზამბროტა, აბატე, ამბროზინი, ფლამინი, პირლო, ზეედორფი, ბორიელო, ჰუნტელაარი, ინძაგი, პატო, რონალდინიო და ვერდი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)