მოურინიოს პრენსკონფერენცია

სამეფო კლუბის, პორტუგალიელმა თავკაცმა, წინასამატჩო პრენსკონფერენცია გამართა.


"გუნდმა უმაღლეს დონეს მიაღწია და შეეძლო გასულ სეზონში ევროპის საუკეთესო კლუბი გამხდარიყო. მოვიგეთ ლა ლიგა, დავამხეთ მრავალი რეკორდი ესპანეთის ჩემპიონატში და უნაკლო თამაში ვაჩვენეთ. ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში გავედით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე ვაჟკაცურად ვიბრძოდით. ეს ჩვენ კარგად ვიცით და შევეცდებით თამაშის ხარისხი და ამბიციურობა შევინარჩუნოთ. ყველა ტურნირის მოგებაზე ბევრი კლუბი გამოთქვამს პრეტენზიას, მაგრამ ჩვენ მომავალ სეზონში უკეთ უნდა ვითამაშოთ, რათა ყველაფერი მოვიგოთ რისი მოგებაც გვძალუძს ".

"ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად 15 დღე გვქონდა. მუხლჩაუხრელად ვშრომობდით, რათა გუნდური თამაში გაგვეუმჯობესებინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაშის წინ, როგორიც "ვალენსიაა". მათ მოსამზადებლად უფრო დიდი დრო ჰქონდათ, მაგრამ თავს არ ვიმართლებთ და შედარებებს არ ვაკეთებთ. ჩვენი ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და ხვალ მოედანზე გამარჟვებისათვის გავალთ"


"ბენზემა სულიერად ძლიერია. მან იბრძოლა და რთული საფეხბურთო სიტუაციიდან გამოვიდა. ნელ–ნელა მისი თამაში გაუმჯობესდა და დარწმუნებული იყო, რომ "რეალში" წარმატებას მიაღწევდა. დრომ გვიჩვენა, რომ ის მართალი ყოფილა. ახლა ქარიმი დიდებულ ფეხბურთს აჩვენებს. ბენზემამ და იგუაინმაც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათზე ვფიქრობთ. ისინი მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდები არიან და ჩვენ ორივე უნდა დავაფასოთ. მათ უყვართ საკუთარი კლუბი და გულშემატკივრები. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ინდივიდუალურ მიზნებზე მეტად გუნდური ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ისინი "რეალში" არიან და სამეფო კლუბს კი მათი დონის ფორვარდები უნდა ჰყავდეს".


"შაჰინის მუდმივი ტრავმების გამო ცუდი სეზონი ჰქონდა. მთავარია, ფეხბურთელი ბედნიერი იყოს და გრძნობდეს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი წევრია. კარვალიუს არანაირი პრობლემა და კითხვა არ აქვს. რიკარდუ კარვალიუ ზედმეტად კარგია, როგორც ადამიანი. ის შესანიშნავი ფეხბურთელია სათადარიგო სკამის შესავსებად. მისთვის უკეთესი იქნება ახალი კლუბის ძიება, სადაც თავს ისევ ფეხბურთელად იგრძნობს" - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)