იგუიანის და რონალდოს 10 გოლი ვალენსიას წინააღმდეგ ბოლო 6 მატჩში

"ლა ლიგის" 2012/13 წლების სეზონს მადრიდის "რეალი" პრინციპული მატჩით დაიწყებს და საკუთარ მოედანზე "ვალენსიას" მიიღებს. აღნიშნული მატჩის წინ სამეფო კლუბის ოფიციალურმა საიტმა ახალი სტატისტიკა შემოგვთავაზა, რომლის მიხედვითაც "ბლანკოსის" ორ ფორვარდს - რონალდუს და იგუაინს - ბოლო 6 შეხვედრაში ვალენსიელების წინააღმდეგ 10 გოლი აქვთ გატანილი.


ის, რომ მადრიდის "რეალი" ბოლო სამი სეზონის მანძილზე დაუმარცხებლად ასპარეზობს "ვალენსიასთან", "თეთრების" ფორვარდების ეფექტური შედეგიანობის დამსახურებაა. მას შემდეგ, რაც რონალდუმ სამეფო კლუბის ფორმა მოირგო, "თეთრებმა" "ვალენსიას" 5 თამაში მოუგეს და მხოლოდ ერთხელ ითამაშეს ფრედ. გონსალო "ელ პიპიტა" იგუაინმა ბოლო ექვს შეხვედრაში "ღამურების" კარში 6 გოლი გაიტანა. ყველაზე დასამახსოვრებელი კი 2010/11 წლების ბოლოს "მესტალიაზე" გამართული მატჩი გამოდგა, როდესაც არგენტინელმა ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. რაც შეეხება რონალდუს, მის ანგარიშზე 5 შეხვედრაში 4 გოლია.

წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • tandila
  • 16 აგვისტო 2012
  • 1468
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)