ფრან რიკო - ერთი მებრძოლოს ისტორია

"რეალ მადრიდ კასტილიის" ახალგაზრდა ტალანტი ფრან რიკო ნამდვილი მებრძოლია. ერთწლიანი უმძიმესი ტრავმის შემდეგ ის მოედანს დაუბრუნდა.


"ალკალასთან" მატჩში მან ისევ შეიგრძნო თამაშის გემო და ყველას აჩვენა, რომ მოთმენა და შრომისმოყვარეობა – საუკეთესო მედიცინაა.

გასულ წელს რიკო "პონტევედრადან" გადავიდა "კასტილიაში". პრესამ უმალ დაინახა მასში ტალანტი. მან თავის პირველ მადრიდულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის სამაგალითო პიროვნება გუტია.

მაგრამ ფრანის ბედი უკუღმა დატრიალდა. სეგუნდა ბ–ს მესამე ტურში, 2008 წლის 14 სექტემბერს "ალფაროსთან" შეხვედრაში მეშვიდე წუთზე მან მიიღო ტრავმა, რის შემდეგაც გაჩნდა მისი კარიერის დასრულების საფრთხე. "კასტილიაში" მისი მოსვლიდან გასული იყო სამი თვე.

გამოკვლევებმა შემდეგი აჩვენეს: მყესების გაწყვეტა და მარჯვენა მუხლის მენისკის ტრავმა. ფეხბურთელს მოუწია საოპერაციო მაგიდაზე დაწოლა. იმ მომენტიდან მას ცუდი დროება ედგა. მხოლოდ სურვილმა გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან და მიეღწია დასახული მიზნებისათვის დაეხმარა მას დაბრუნებულიყო მოედანზე. მაშინ, როცა მას შეიძლებოდა ვერც ეთამაშა.

"ეს იყო უმძიმესი პერიოდი. ბევრი ვიწვალე და ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. ვწუხვარ, რომ გავიმარჯვეთ ამ მატჩში" – განაცხადა მცველმა "ალკალასთან" მატჩის შემდეგ.

"როცა დგება მძიმე მომენტი, აუცილებელია მხარდაჭერა. მეგობრები გვერდში მედგნენ". ხორხე ალვარესმა მას მისცა საუკეთესო რჩევა: "განიტვირთე, დაივიწყე ტრავმირებული მუხლი!". და მან ეს გააკეთა. ფრან რიკო გამოვიდა მოედანზე და გაიტანა გოლი. მართალია ის არ გამოდგა გამარჯვების მომტანი, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო მისთვის, როცა ისევ შეეძლო დამტკბარიყო ფეხბურთით.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 20 ოქტომბერი 2009
  • 2561
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)