სერხიო რამოსის ინტერვიუ

სამეფო კლუბის მცველმა სერხიო რამოსმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდ ინტერვიუ მისცა, სადაც კარს მომდგარ სეზონზე და გუნდში არსებულ ატმოსფეროზე ისაუბრა.


"ამჟამად შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები. ყველაფერი რიგზეა, როგორც პროფესიონალური კუთხით , ასევე პირად ცხოვრებაშიც. უწინდებურად მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება "მადრიდის რეალთან" ერთად."

სერხიო რამოსმა დაამატა, რომ მოურინიო გენიალური მწვრთნელია, რომელთამ ერთადაც მუშაობა დიდი სიამოვნებაა: "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოურინიო წვრთნის ჩვენ გუნდს, ის ფანტასტიკური სპეციალისტი და ნამდვილი მოტივატორია."

" წინა წელს ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ. ამ სამუშაომ თავისი შედეგები მოიტანა და ეხლა ახალ სეზონს ძალიან კარგ მდგომარეობაში ვუახლოვდებით . ამჟამად ჩვენი უახლოესი მიზანი ესაა "ბარსელონას" დამარცხება ესპანეთის სუპერ თასზე, ამისკენ ვაპირებთ სწრაფვას. მოურინიომ იცის, როგორ ვითამაშოთ "ბლაუგრანას" წინააღმდეგ, ამიტომაც სავსებით მზად ვართ."

"ყოველ ახალ ვარჯიშზე ფეხბურთელი ვითარდება, ის იმაზე უკეთესი ხდება, ვიდრე ადრე იყო. წინა სეზონთა შედარებით, ჩვენ უფრო კარგები გავხდით, ვინაიდან მწვრთნელმა გვასწავლა ახალი რაღაცეები. ვისწავლეთ , თუ როგორ უნდა მოვახერხოთ ჩვენი მინუსების, პლიუსებად გადაქცევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია."

"ძალიან კარგი შანსი გვაქ ჩემპიონთა ლიგაზე გასამარჯვებლად. ახალგაზრდა და შესანიშნავი გუნდი გვყავს. თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. ყველაფეირ კარგად მაქ პირად და პროფესიონალურ ცხოვრებაშიც. ფეხბურთში არაა კარგი წარსულით ცხოვრება. ჩვენ სუფთა ფრუცლიდან, ნოლიდან ვაპირებთ დაწყებას და ვცდილობთ, რომ იმაზე მეტს მივაღწიოთ, ვიდრე წინა სეზონში. უკვე მეორე წელია , რაც ზედიზედ ნახევარფინალში ვეთიშებიტ ასპარეზობას, ეს ძალიან სამწუხაროა. ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ფინალში გასასვლელად."

"საერთოდ მოურინიომ მე ცენტრალური მცველის პოზიციაზე რიკარდო კარვალიუს გამო გადამიყვანა. ჩემთვის ახალ პოზიციას მივეჩვიე და ეხლა უკვე ცენტრშიც მიადვილდება თამაში, ისევე როგორც მარჯვენა ფლანგზე. ორივე პოზიციაზე თავს კომფორტულად ვგძნობ. ეს კარგია, ვინაიდან როცა ფეხბურთელი თავდაჯერებულად გრძნობს თავს რამოდენიმე პოზიციაზე."

"არ ვიცი ვინ გახდება ოქროს ბურთის მფლობელი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ მას სამეფო კლუბის რამოდენიმე ფეხბურთელი იმსახურებს. ჩემ კანდიდატურებსაც გეტყვით: კრიშტიანო რონალდუ და იკერ კასილასი. ამ ორმა ფეხბურთელმა წინა სეზონში ძალიან ბევრი რამ გააკეთა და იმსახურებენ ამ ჯილდოს."

"ძლაიან კარგი დამოკიდებულება მაქ კაკასთან. ის შესანიშნავი მეგობარი და დიდებული ფეხბურთელია. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენთან ერთად დარჩება. იმაში, რომ მისით ბევრი კლუბი ინტერესდება არაფერი გასაკვირი არაა, გამოდის ის კარგ თამაშს აჩვენებს."

"ჩვენი გუნდი პრაქტიკულად ფორმირებულია. ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ ბევრი რამის მიღწევა. გვყავს ასევე ახალგაზრდა პრესპექტიული ბიჭები, რომლებსაც ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა მოუწევთ. სრულყოფილებისკენ ვისწრაფვით. თუ ვისაუბრებთ უახლოეს შესაძლო შენაძენებზე, მოდრიჩი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა."

"ბოლო წლებშჲ ჩვენი "ბარსელონასთან" დაპირისპირება ძალიან დიდ აჟიოტაჟს იწვევს, ისევე როგორც ადრე, მაგრამ ამჟამად სუპერ თასისთვის ბრძოლა გველის , სადაც ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოლებს." dle 10.1

  • shvela
  • 4 აგვისტო 2012
  • 1986
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)