არბელოას კომენტარი

ალვარო არბელოა უბედნიერესი ადამიანია. მას შემდეგ, რაც მათ წელს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მეორე ევროპის ჩემპიონატი მოიგეს, მის სასიხარულო ინფორმაციებს კიდევ ერთი შეემატა: 2016 წლამდე ის მადრიდისტა იქნება. ”თეთრების” მცველი არ მალავს თავის სიხარულს და მადლიერებას იმის გამო, რომ კლუბმა მისდამი ნდობა გამოხატა კონტრაქტის გახანგრძლივებით.
”ჩემი მდგომარეობა ამჟამად იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ გახარებული. ბედნიერებაა და საამაყოა ჩემთვის, რომ ვიყო ამ გუნდის ნაწილი. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება კონტრაქტი ორი წლით, 2016 წლამდე გამეხანგრძლივებინა. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბს ჩემი ჯერა , მე მენდობა და იმედი მაქ , ასე გაგრძელდება.”


გილოცავთ კონტრაქტის 2016 წლამდე გახანგრძლივებას. წარმომიდგენია, როგორი ბედნიერი ხართ...

მე უფრო უკეთესად ვარ, ვიდრე ბედნიერი. ეს საამაყო და დიდი პატივია, რომ ვიყო ამ კლუბის წევრი და ნაწილი. მომეცა საშუალება კონტრაქტი ორი წლით , 2016 წლამდე გამეხანგრძლივებინა და ეს სიხარულის საშუალებას მაძლევს, მჯერა, რომ კლუბი მენდობა და იმედს ვიტოვებ, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

ეს თავდაჯერებულობა და სასიხარულო ამბავი შენთვის კარგ და დასამახსოვრებელ ეპიზოდს დაემთხვა...

დიახ, კარგ დოს დაემთხვა. ჩემთვის, ყველაფერი კარგად მიდის და ვამაყობ აქ ყოფნით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კლუბი მენდობა.

შენი ოცნება, რომ ადგილი დაიმკვიდრო კლუბში , ნელ-ნელა უფრო და უფრო რეალური ხდება...

იმის გამო, რომ ძალიან ბევრი მოთხოვნები არსებობს ამ კლუბში, ჯერ ამის თქმა ნაადრევია. მსოფლიოში ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელია და როცა ასაკი გემატება, ძნელია ფორმა და დონე შეინარჩუნო. დღესდღეობით, ფეხბურთელები უფრო მეტ ყურადღებით ეკიდებიან საკუთარ კარიერას, უფრო დიდ ხანს აგრძელევებ კარიერას, ვიდრე ადრე და იმედი მაქვს, ეს არ იქნება ჩემი ბოლო კონტრაქტის გახანგრძლივება ”მადრიდის რეალთან”

ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ჩვენ საუკეთესო არბელოა ვიხილეთ?

მე ჩვენს უფროსთან შესანიშნავი დამოკიდებულება და გრძნობები მაკავშირებს. ის მუდამ მაჩვენებდა და მიმანიშნებდა, რომ მენდობოდა. იყო დრო, როცა მე ბევრს ვთამაშობდი და ისეთებიც, როცა ნაკლები დრო მქონდა სათამაშოდ, მაგრამ მე ყოველთვის ვგრძნობდი მწვრთნელის მხარდაჭერას. მოურინიო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემგან მაქსიმალური მიიღოს.

რაშია იმ წარმატების საშუალება, რომელმაც მოგცა შენ უფლება დაგესაკუტრებინა მარჯვენა მცველის პოზიცია ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში და ”მადრიდის რეალში”?

ეს თქვენ ჩემს უფროსს უნდა კითხოთ, მაგრამ შევეცდები ჩემი აზრიც გაგანდოთ. ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელიც ყოველთვის 100%-ით დახარჯვას გვთხოვს, როგორც თამაშში, ისე ვარჯიშის დროსაც. მას მოგების მენტალიტეტი აქვს და ეს მუდამ და ყველგან ძალიან ნათლად ჩანს. მოურინიომ მე უკეთესი ფეხბურთელი გამხადა და დამეხმარა, რომ პირადი განვითარების მხრივ დიდი ნაბიჯი გადამედგა წინ. მე ამის გამო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მას.

რა არის მომდევნო სეზონში გუნდის მთავარი მიზანი?

იგივე, რაც ყოველ წელს. ”მადრიდის რეალი” და ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ ყველა ტიტულისთვის. ვიცით, რომ სიძნელეები იქნება, მაგრამ წინა წელს ყველა შეჯიბრებაში მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით. ანალოგიური რამ უნდა გავაკეთოთ წელსაც. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებულია გულშემატკივრებისთვის, მაგრამ ჩვენ ლა ლიგის შენარჩუნებაც გვინდა, ტურნირის, რომელიც ძალიან ძნელია , ვინაიდან საუკეთესო გუნდები თამაშობენ და ასევე კოპა დელ რეის მოგებაც გვსურს. იმედი გვაქ, რომ ამ სამივე ტიტულს მოვიგებთ და ამას დამატებული ესპანეთის სუპერ თასი. ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.

ტიტულები ამ გუნდში სავალდებულოა. გრძნობთ თუ არა ზეწოლას, როცა ”მადრიდის რეალში” თამაშობ?

აქ მუდამ იყო ძალიან დიდი ზეწოლა და ასეც იქნება მომავალში. ყოველ წელს ჩვენ გავაგრძელებთ ტიტულებისკენ სწრაფვას, რაც მეტი მით უკეთესი და ესეთი მიდგომა არასდროს არ დასრულდება. წინა წელს ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებდა ფინალს და ამ წელს ანალოგიურის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია მისი მოგება. არ მგონია, რომ წელს იმაზე მეტი ზეწოლა იქნება, ვიდრე წინა წლებში.

პირველი დაპირისპირება კი ”ბარსელონასთან” გელით ესპანეთის სუპერ თასზე...

ესაა ტურნირი, რომელიც ყველაზე ადრე იმართება, პრაქტიკულად , როცა სეზონს იწყებ და როცა ორივე გუნდის ფიზიკური მომზადება არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. მიუხედავად ამისა, ყოველთვის დიდი სიამოვნება ტიტულისთვის ისეთ გუნდთან ბრძოლა, როგორიც ”ბარსელონაა”, რომელიც დიდებული ოპონენტია. იმედი გვაქ კარგი შეხვედრა გამოვა და პირველ ტიტულს ავწევთ.

ბოლოს, რას ეტყოდით ”მადრიდის რეალის” გულშემატკივრებს?

ბედნიერი ვარ ამ კლუბში ყოფნით და დიდი მადლობა იმ ყურადღებისთვის, რომელსაც გულშემატკივრებისგან ვღებულობ. იმედი მაქ ამ ყველაფრის სამაგიეროს მოედანზე ჩემი კარგი თამაშით გადავიხდი. dle 10.1

  • shvela
  • 1 აგვისტო 2012
  • 1599
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)