ბენზემა ყოფილმა თანაგუნდელებმა დაახასიათეს

სესარ დელგადო და ფრანკ სონგო’ო კარიმ ბენზემას თანაგუნდელები იყვნენ, პირველი ”ლიონში”, მეორე კი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში. მათ “რეალის” ახალი ფეხბურთელი დაახასიათეს.


სესარ დელგადო და ფრანკ სონგო’ო კარიმ ბენზემას თანაგუნდელები იყვნენ, პირველი ”ლიონში”, მეორე კი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში. მათ “რეალის” ახალი ფეხბურთელი დაახასიათეს.

სესარ დელგადო:

“გახარებული ვარ კარიმის “რეალში” ტრანსფერით. მისი სიძლიერიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ “სამეფო კლუბში” წარმატებულად იასპარეზებს. ჯერ კარიმთან არ მისაუბრია, თუმცა ვიცი, რომ ის ძალიან გახარებულია, რადგან დიდი ხნის ოცნება აისრულა.”

“ბენზემა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ “რეალში” სურდა თამაში. მისი ოცნება ასრულდა, რაც კარიმის მაღალ კლასს კიდევ ერთხელ ამტკიცებს.”

“ბენზემას გვერდით თამაში ძალიან ადვილია, რადგან ის ყველაფერს ფლობს. თამაშის სადავეები კი, ხელიდან არასდროს გაურბის. მოედნის არაჩვეულებრივი ხედვითაც გამოირჩევა. მის მსგავს უნივერსალ ფეხბურთელებს, ადაპტაციის მხრივ პრობლემები არ ექმნებათ.”

“კაკასა და რონალდოს გვერდით ასპარეზობა ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა კარიმი ძალიან თავმდაბალი პიროვნებაა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ლიდერი გახლდათ.”

“ბენზემა ძალიან ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი. ბოლო წლების განმავლობაში, კარიმი ძალიან გაიზარდა. მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ ზრდას კვლავ განაგრძობს. ადაპტაციის მხრივ კი, როგორც აღვნიშნე, პრობლემები არ ექნება.”

ფრანკ სონგო’ო:

“ბენზემას თავისი მაღალი კლასი არაერთხელ დაუმტკიცებია. კარიმს გოლის გატანის შესანიშნავი ალღო აქვს, ამიტომ პირველივე სეზონში “პიჩიჩი” თუ მოიგო, არ გამიკვირდება.”

“კარიმი ძალიან მხიარული ადამიანია, ყოველთვის ბედნიერია, შეიძლება თავდაპირველად მორცხვი იყოს, თუმცა ადამიანებთან კონტაქტში ადვილად შედის და მალევე იხსნება.”

“თამაშის სტილით მას რონალდოს შევადარებდი. ის იყენებს თითქმის ყველა საგოლე მომენტს. მეტიც, კარიმი ისეთივე ქმედითუნარია, როგორც მესი და აგერო. ძალიან გახარებული ვარ მისი წარმატების გამო და იმედი მაქვს, რომ მისი თამაშით “რეალის” ინჩასებიც ისიამოვნებენ.”

ინფორმაციის წყარო: RealMaddrid.Com dle 10.1

  • niko
  • 2 ივლისი 2009
  • 2893
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)