პეპეს პრეს-კონფერენცია

UCLA-ზე მესამე დღეს გამართული პირველი ვარჯიშის შემდეგ პეპე პრესის წარმომადგენლებს გაესაუბრა. ”მადრიდის რეალის” მცველმა ისაუბრა და აქო ჟოზე მოურინიოს შეგირდების გუნდური სულისკვეთება და გაანალიზა ლა ლიგა, რომელიც მათ წინა სეზონში მოიგეს:
”ქულები, რომლებიც ჩვენ დავაგროვეთ და გოლების ის რაოდენობა, რაც ჩვენ გავიტანეთ აჩვენებს, რომ ჩვენ ეს ტიტული დავიმსახურეთ. დავამტკიცეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ და როცა თამაში გვაქვს, მართლაც ვთამაშობთ და როცა ბრძოლა გვჭირდება გამარჯვებისთვის, მართლაც ვიბრძვით. ”


პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც თავის მეექვსე სეზონს ატარებს ”მადრიდის რეალში”, შეეხო მოტივაციასაც, რომელიც მის გუნდს გააჩნია ახალი სეზონისთვის:
”ჩვენ მართლაც რომ უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ თითოეულ მოსამზადებელ ვარჯიშს. გუნდს სურს, რომ უმაღლეს დონეზე შეხვდეს მიმდინარე სეზონს და როცა ”მადრიდის რეალი” იწყებს ახალ წელს, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ის ყველა ტიტულისთვის აპირებს ბრძოლას. ეხლა ერთმანეთს უფრო კარგად ვიცნობთ, ამასთანავე ეს მწვრთნელისთვის მესამე წელი იქნება გუნდში. გვესმის ეს მენტალიტეტი და მზად ვართ გავიღოთ ყველაფერი ყველა ჯილდოს მოსაპოვებლად. თითოეული ვარჯიშის შემდეგ ჩვენ უფრო და უფრო უკეთეს ფორმაში შევდივართ და უფრო მეტად ვართ მზად დახმარება გავუწიოთ საკუთარ გუნდს.”


როცა ჟოზე მოურინიოზე კითხეს,
”მადრიდის რეალის” მცველმა მხოლოდ და მხოლოდ საქებარი სიტყვები თქვა: ”ისაა მწვრთნელი, რომელიც ჩვენგან ბევრს იტხოვს იმისთვის, რომ შეგვეძლოს მოგება და კონკურენტუნარიანი ვიყოთ. იმ დროის მანძილზე, რაც აქ ვართ, ის გვაჩვენებს, რომ ძალიან ბევრი რამ იცის, რომ გვიცნობს და რომ მასაც ანლოგიურად სურს ყველა ტიტულის მოგება.”


ხაბი ალონსოზე, რომელმაც არ დაასრულა დილის სესია, მან განაცხადა:
”ეს სავსებით ნორმალურია, რომ ასეთი რამეები ხდება საწვრთნელი სესიის დროს. ის ამჯამად ექიმთან იმყოფება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შუადღის ვარჯიშისთვის ყველაფერი წესრიგში იქნება.”
მან ასევე ისაუბრა კაკაზე:
”ის დიდებული ფეხბურთელია და რაც მთავარია, ჩვენი გუნდის ნაწილია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენ გვერდითაა. ის ”მადრიდის რეალის” ფეხბურთელია და უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ.”


როცა კითხეს პერსონალურად თავის სიტუაციაზე გუნდში და ასევე მის თანაგუნდელ კჯოენტრაოზე, პეპემ განაცხადა:
”როცა აქ მოვედი, ჩემს ტრასნფერზე ბევრი უარყოფითი რამ დაიწერა და ითქვა. ადაპტაცია გავიარე და ყველაფერი შეიცვალა. ფაბიოს არ ჭირდება რამის დემონსტრირება. ის კვალიფიციური ფეხბურთელია, ახალგზარდაა და ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად თამაშობდა. მისი მთლიანი კარიერა პორტუგალიას უკავშირდება და დრო, რომელიც მან სარაგოსაში გაატარა მისთვის ცუდი გამოცდილება იყო. ვერავინ უარყოფს მის ნიჭს, მაგრამ ”მადრიდის რეალში” თამაში ძალიან ძნელია. ხალხი მას გვერდში უნდა დაუდგეს და მასთან ერთად მოთმინებით იყოს. მარსელოსთან ერთად, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია გუნდში ორი საუკეთესო მარცხენა მცველის ყოლა.”


”მადრიდის რეალის” მცველმა ისაუბრა იმ სახელებზე და ფეხბურთელებზე, რომელთა გუნდში გადმოსვლაზე პრესა ბევრს წერს და ლაპარაკობს:
”მწვრთნელმა იცის , რა ჭირდება გუნდს. ეს მოურინიოს და პრეზიდენტის საკითხია. ვიტცელი მართლაც დიდი ფეხბურთელია და თავის გუნდში ის შესანიშნავად გამოიყურება. თუ ის მოვა ”მადრიდის რეალში” , ჩვენ მას თბილად მივიღებთ და თუ არა, მე მას წარმატებებს ვუსურვებ იქ, სადაც იქნება. წინა წელს ჩვენ ლიგა იმ ფეხბურთელებით მოვიგეთ, ვინ ეხლა ჩვენს გვერდით არიან.”
dle 10.1

  • shvela
  • 31 ივლისი 2012
  • 2453
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)