ალბერტო ტორილის ინტერვიუ

”კასტილიას” მთავარმა მწვრთნელი ალბერტო ტორილი, რომლის გუნდმაც პირველი ამხანაგური წინასასეზონო შეხვედრა მოიგო, ახალ სეზონს ოპტიმისტურად უყურებს. მას სურს, რომ სეზონის დაწყების წინ უკვე გარკვეული იყოს, თუ ვინ იქნება მის განკარგულებაში და ვინ არა.


”კასტილიამ” სეზონი ”ხეტაფე ბ”-ს დამარცხებით დაიწყო. რას იტყვით შეხვედრაზე?

ეს კიდერ ერთი მორიგი ვარჯიში იყო, მიუხედავად ამისა, მოგება სასიამოვნოა. ამ შემთხვევაში ჩვენ რამოდენიმე სახის პრობლემა გვაქ. ფეხბურთელები, რომლებიც შეკრებებს პირველ გუნდთან ერთად გადიან, თამაშობდნენ ”ხეტაფე ბ”-სთან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან არ უვარჯიშიათ.

”კასტილია” ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ყველაზე გვიან შეუდგა სამწვრთნელო ვარჯიშებს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ფეხბურთელების სია. ეს არ გირთულებთ მუშაობას?

რა თქმა უნდა, ეს ძნელია, მაგრამ ასეთია ფილიალის ბედი. ჩვენ პირველ გუნდზე ვართ დამოკიდებული, ხოლო ბიჭებისთვის ეს ძალიან კარგია-პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში ყველას უხარია. ჩვენ ვეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი , რისი გაკეთებაც შეგვიძლია, იმისთვის, რომ პირველი ოფიციალური შეხვედრისთვის მაქსიმალურად ვიყოთ მობილიზებული და ფორმაში ჩამდგარნი.

თქვენ არ გაშფოთებთ ის ფაქტი, რომ სეზონის დაწყებამდე სამი კვირაა დარჩენილი, ხოლო თქვენ სრული შემადგენლობით ჯერ ვარჯიში არ ჩაგიტარებიათ?

დიახ, ასეა, როგორც წესი, თამაშს იმის მიხედვით გეგმავ, თუ რა რესურსი გაგაჩნია და გაქვს ხელში, მაგრამ ამ მხრივ ჩვენ ჯერჯერობით ყოვლად მოუმზადებლები ვართ. ჩემპიონატის დაწყებისთვის იმედი მაქვს, რომ მთელი შემადგენლობა იქნება ჩემს განკარგულებაში იმისთვის, რომ წარმატებული სეზონი გამოგვივიდეს. ჩვენს მხრებზე წინა სეზონის გამოცდიილებაა: წინასასეზონო მომზადება ჩვენ არც თუ ისე კარგად ჩავატარეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სეზონი წარმატებული გამოდგა.

დღეები გადიან, მაგრამ თქვენ ჯერ არ იცით, რომელი ფეხბურთელის იმედი უნდა გქონდეთ...ეს არ განაღვლებთ?

დიახ, როგორც მთავარ მწვრთნელს, მინდა ვიცოდე ზუსტად ის 20-22 ფეხბურთელი, რომლებიც ჩემს გვერდით იქნებიან მომდევნო სეზონის მანძილზე, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ ფილიალის სპეციფიკა. არიან ბიჭები, რომლებიც პირველ გუნდში არიან გამოძახებულნი, მაგრამ რომლებსაც ჩვენთან თამაში შეუძლიათ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მოვლენ ”კასტილიაშ”, ზოგიერთს, რა თქმა უნდა, ჩვენი დატოვება მოუწევს...

გუნდის გაძლიერებასთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, არა?

ეს არც თუ ისე ადვილია. როცა საქმე ეხება ”მადრიდის რეალს”. ფსონები ერთი ორად იზრდება. არც თუ ისე ადვილი საკითხია, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ: ბევრს უნდა ”კასტილიაში” მოხვედრა.

იმათზე, ვინც გუნდს დატოვებს ყველაფერი გარკვეულია? როგორც მაგალითად ხოსელუს შემთხვევაში, რომელიც სხვებთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ შეხვედრებს ტრიბუნებიდან ადევნებს თვალს?

ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ის დარჩება. მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია, რომლის გაგებაც აუცილებელია. ის ვარჯიშობს გუნდთან ერთად, მაგრამ ვინაიდან ის წავა, ჩვენ არ გვინდა გარისკვა და მისი თამაში, რომ მან ტრავმა არ მიიღოს. dle 10.1

  • shvela
  • 29 ივლისი 2012
  • 1393
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)