ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია

ჟოზე მოურინიომ, ჯილდოს მიღების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


თეთრების მწრთვნელმა ისაუბრა პრიზზე, რომელიც მას დღეს გადასცეს:“მინდა მადლობა გადავუხადო CNID–ს ამ ჯილდოსთვის. ისინი ყოველთვის მეგობრულად არიან ჩემ მიმართ განწყობილნი.“

ჟოზე მოურინიომ შეაქო ფაბიო კოენტრაო, რომელიც ორი დღით ადრე დაბრუნდა, რათა ეთამაშა ეუსებიოს თასზე, „ბენფიკას“ წინააღმდეგ:“ფაბიო გულით ყოველთვის ბენფიკას გულშემატკივრობს, მას კიდევ ორი დღით ჰქონდა საშუალება გაეგრძელებინა დასვენება, მაგრამ მან თამაში არჩია, რადგან ლისაბონში ჩასვლა და „ბენფიკასთან“ დაპირისპირება მისთვის ბევრს ნიშნავს. კოენტრაო დიდი ხნით ვერ ითამაშებს მოედანზე, მაგრამ საკუთარი თამაშის ჩვენება რა თქმა უნდა შეეძლება. ფაბიოს გულშემატკივრები ტაშით დახვდებიან.“

სამეფო კლუბის თავკაცმა ასევე კაკაზეც ისაუბრა:“კაკას მიეცემა შანსი და ითამაშებს 45 ან თუნდაც 60 წუთით. არ ვიცი კაკა რას გადაწყვეტს. დარჩება თუ არა გუნდში. ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება არ არსებობს. რიკარდომ იცის რას ვფიქრობ და ასევე მეც ვიცი რას ფიქრობს ის. დღეს ის ატარებს თეთრ მაისურს. ალბათ ის ერთი სეზონი კიდევ ჩვენი ფეხბურთელი იქნება. თუ კაკა დარჩება, მე მოხარული ვიქნები. რიკარდო შტატებში ჩვენთან ერთად გაემგზავრება.“

ასევე ჟოზე მოურინიომ შაჰინზე გააკეთა კომენტარი:“31 აგვისტომდე სატრანსფერო ფანჯარა გახსნილი იქნება. ჩვენ არ ვჩქარობთ ფეხბურთელების შეძენას. გუნდში მსურს 20 ფეხბურთელი იყოს, ასევე მეკარეები. დაგვემატებიან ახალი, გამოცდილი მოთამაშეები. ამავდროულად ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სამეფო კლუბის კარი ყოველთვის ღია იქნება. მე ვფიქრობ, რომ შაჰინისთვის გუნდის დატოვება უკეთესია.“

„ხესე ჩვენთან ერთად არ გაემგზავრება ამერიკაში.რაც შეეხენა მოდრიჩს, მასზე საუბარი არ მსურს, რადგან მე არ ვსაუბრობ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩემს გუნდში არ ირიცხებიან.“

„რაც შეეხება ეუსებიოს. ის ეუსებიოა. ამით კი ყველაფერი ნათქვამია. მადრიდისთვის, როგორი მნიშვნელოვანიც დი სტეფანოა, ასევეა ეუსებიოც. მან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს კარიერაზე. ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. პორტუგალიელებისთვის ნამდვილად მისაბაძი პიროვნებაა.“

ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (196)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)