ეუსებიო:"გული მწყდება, რომ სამეფო კლუბის რიგებში არ ვთამაშობდი"

ეუსებიომ ისაუბრა მომავალ მატჩზე და ასევე "რეალ მადრიდზე".


ეუსებიოს თასზე „რეალ მადრიდი“ და „ბენფიკა“ ერთმანეთს შეხვდებიან. რას გრძნობთ?

მე მოხარული ვარ, რომ ესპანეთის საუკეთესო კლუბი, „რეალ მადრიდი“ ითამაშებს ლისაბონში. ჩემთვის ეს დიდი პატივია. ასევე მოხარული ვარ, რომ „ბენფიკას“ გულშემატკივრებს შეუძლიათ იხილონ საკუთარ სტადიონზე, მსოფლიოში პირველი გუნდი. ვფიქრობ ეშტადიუ და ლუჟი მთლიანად შეივსება.

თქვენ იმედგაცრუებული ხართ, რადგან არ თამაშობდით მადრიდის „რეალში“.

აღნიშნული ფაქტი ჩემთვის ნამდვილად სამწუხაროა. მე მქონდა შანსი, მაგრამ არ გამოვიყენე, მიუხედავად იმისა, რომ ვოცნებობდი მეთამაშა სამეფო კლუბის რიგებში. ძალიან დიდ პატივს ვცემ „რეალს“ და ასევე ჩემს კერპ. დი სტეფანოს, რომელიც გუნდის ნამდვილი სიმბოლოა. ასევე არ დამავიწყდება 1962 წლის ევროპის თასის ფინალი. მე და დი სტეფანომ მაისურები გავცვალეთ. ეს დიდებული რამ იყო.

რას ფიქრობთ დღევანდელ მადრიდის „რეალზე“?

სწორედ ახლა არის სამეფო კლუბის დრო. გასული სეზონი საუკეთესოდ ჩაატარეს. ვფიქრობ, რომ მომავალი უკეთესი ექნებათ, თუ გავითვალისწინებთ მათ ასეთ პროგრესირებას.

რას იტყვით ჟოზე მოურინიოზე?

ჟოზე შესანიშნავად ასრულებს თავის სამუშაოს. ის მსოფლიოში საუკეთესო და ბრწყინვალე მწრთვნელია.

რონალდუმ ბრწყინვალედ ითამაშა გასულ სეზონში და ნაკრებშიც გამოავლინა თავის შესაძლებლობები...

კრიშტიანოს ხანგრძლივი სეზონი ჰქონდა, ის ნამდვილად შესანიშნავი ფეხბურთელია. მას აქვს ყველაფერი, რათა იყოს საუკეთესო საუკეთესოთა შორის.

ხვალინდელი თამაში ფაბიო კოენტრაოსთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან ის ყოფილი „ბენფიკას“ ფეხბურთელია...

ფაბიომ უკვე აჩვენა თავისი შესაძლებლობები, როგორც ნაკრებში ასევე კლუბში. მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ის საუკეთესოა საკუთარ პოზიციაზე. ის თამაშობს სამეფო კლუბისთვის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგას.

რას იტყვით პეპესა და კარვალიოზე?

პეპე საუკეთესო ცენტრალური მცველი და კარგი ფეხბურთელია. ის სწრაფია და თავითაც შესანიშნავად თამაშობს.
კარვალიო ნამდვილად გამოცდილი და შესანიშნავი ფეხბურთელია.

ინფორმაციის წყარო:Мerengues.ru, realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)