ალვარო მორატა: აკვნიდან მადრიდისტა (ნაწილი I)

როგორც ფილმ ”იდუმალება მის თვალებში” პერსონაჟი პაბლო სანდოვალი ამბობდა , ”ადამიანს შეუძლია შეიცვალოს ყველაფერი: შინაგანი სამყარო, სახლი, ოჯახი, მეუღლე, რელიგია, ღმერთი! ამავდროულად არის ის, რისი შეცვლაც მას არ შეუძლია-თავისი მონდომება!” მონდომება, რომელზეც ლაპარაკი იყო ზემოთნახსენებ ფილმში, იყო საფეხბურთო კლუბი ”რასინგი”. ალვარო მორატას ცხოვრებაში ასეთ მონდომებად ბავშვობის ასაკიდან იქცა ”მადრიდის რეალი”.


ერთ-ერთი მოვლენიდან, რომელმაც ბავშვის მომავალი განსაზღვრავს, შეიძლება გახდეს უბრალოდ საფეხბურთო მაისური, რომლის ერთხელ ჩაცმის შემდეგ, ის მთელი ცხოვრების ატრუბუტი ხდება. ყველაფერი შეცვლადია, ამბობს სანდოვალი, გარდა კლუბის ფერისა. მორატას ცხოვრებაში ბევრია იმის დამამტკიცებელი მოვლენა, რომ ის თავიდან ფეხებამდე კლუბს ეკუთვნის, ყველაზე წონადი მათ შორის კი ”მადრიდის რეალის” ფორმაში გადაღებული მისი სურათია.

ხუთი წლის არც იყო, როცა ქერა თმა ქონდა, პატარა ტანის გახლდათ და უკვე მაშინ ოცნებობდა, რომ რაულს დამსგავსებოდა. ალვარო დაიბადა 1992 წლის 23 ივნისს. მისი ისტორია, ისევე როგორც ცობილი ”7-იანის”, გადის ”ლა რომარედუ”-ზე, მაგრამ ეს მის მეორე ნაწილში იქნება. ვინაიდან ”მადრიდის რეალში” დებიუტამდე, მორატას მოუწია სამი გუნდის შეცვლამ: ”პრადო” კოლეჯში, ”ატლეტიკო” და ”ხეტაფე”. ასე და ამგვარად, ამის შემდეგ მოხვდა ის 2008-ში ”თეთრებში” და დამკვიდრდა ვალდებაბასზე.

ალვარო მორატა: აკვნიდან მადრიდისტა (ნაწილი I)

”პრადო”-დან ”ატლეტიკო”-ში

”მადრიდის რეალის” პირველი გუნდის ახალწვეულის საფეხბურთო ბიოგრაფია მირასერრას კვარტალში იწყება. თავისი კოლეჯის გუნდ ”პრადოში” ის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. მისი მაშინდელი მწვრთნელი ხოსე რუისი იხსენებს: ”ის თამაშობდა ჩვენთვის, როცა მე-3 და მე-6 კლასში სწავლობდა და ჩვენ ყოველთვის ჩემპიონები ვხდებოდით. მის სანახავად მოდიოდნენ ”მადრიდის რეალის” და ”ატლეტიკოს” მესვეურები. როცა მე-5 კლასში სწავლობდა, ”ატლეტიკო”-ს სკაუტებმა ის საკუთარ კლუბში მიიწვიეს, მაგრამ მან წელი ცუდი შეფასებით დაასრულა და მშობლებმა მას იქ გადასვლა აუკრძალეს.”

”თუ ფეხბურთელისთვის , რომელიც უკეთეს პოზიციაში იმყოფება, გადაცემის ნაცვლად ალვარო თამაშს თავის თავზე იღებდა, ატყუებდა რამოდენიმე მოწინააღმდეგეს და გოლს იტანდა, მე მას მუდამ ვცვლიდი. როგორც წესი, ამის შემდეგ ის არ გამოხატავდა პროტესტს და მოდიოდა სათადარიგოთა სკამისკენ. მე მინდოდა, რომ მას გუნდისთვის ეთამაშა და ესწავლა მოედანზე მოქცევა”
-დაამატა მორატას პირველმა მწვრთნელმა.

”ატლეტიკო” თავის პოზიციაზე მყარად იდგა და მომდევნო წელს ალვარომ სწორედ მას მიაშურა. 2004 წელი იყო, მიუხედავად თავისი გულის ფეისა, ის დათანხმდა მეტოქის ბანაკში თამაშზე. ყველაფერთან ერთად გუნდი მისი სახლის გვერდით იმყოფებოდა. ”ატლეტიკოს” ერთ-ერთ სკოლაში გაჩერება მას მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე კვირა ეწერა, ძალიან მალე ის გაამწესეს კლუბის ყველაზე ახალგაზრდულ კატეგორიაში. იქ მან გაიცნო კოკე, სერხიო მასკერო და ბორხო ბოსტონომი..

ალვარო მორატა: აკვნიდან მადრიდისტა (ნაწილი I)

წარუმატებელი გამოცდილება

”ატლეტიკოში” მოხვედრიდან მორატას არც თუ ისე კარგი მოგონებები შემორჩა. იქიდან ის თავად წამოვიდა, ის არ გამოუგდიათ.. ხოსე მარი ამოროტი, იმ დროს კლუბის კანტერას დირექტორი იხსენებს:
”ბიჭი წავიდა თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე. მას უფრო მეტი თამაშის სურვილი ქონდა. კადეტ ბ-თა ნაკრებში ის ბორხასთან ერთად ერთ პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ მასთან შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ქონდა. მე მიხარია ის, თუ როგორც ვითარდება მისი კარიერა, ვინაიდან ის შეუდარებელი ფეხბურთელია და ნამდვილად პროგრესირებს.”


”ატლეტიკოდა” მორატა ”ხეტაფეში” გადავიდა. იქ მან ერთი წელი გაატარა. მას დანი არიასი წვრთნიდა, რომელიც ამბობს:
”მას შესანიშნავი მონაცემები აქვს. ის, რაზეც ჩვენ მასთან ძირითადად ვმუშაობდით, იყო პრესინგი. მას ქონდა სირთულეები, როცა ცდილობდა მეტოქეზე ზეწოლას. ამჟამად მას ამასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე აქვს.”


დანი ასევე გამოყოფს ფეხბურთელის ქმედების მანერას:
”ის ძალიან მშვიდი და კეთილია, პირდაპირ გაყვარებს თავს. ხშირად ჩუქნის მეგობრებს ბუცებს და ამასთან ერთად ძალიან მორიდებულად ცხოვრობს.”
dle 10.1

  • shvela
  • 22 ივლისი 2012
  • 3043
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)