ალფრედო დი სტეფანოს ინტერვიუ

ალფრედო დი სტეფანო "მადრიდის რეალის" გულშემატკივრებს გაესაუბრა, კერძოდ Marca-ს მკითხველებთან ურთიერთობა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დონ ალფრდომ უპასუხა კითხვებს კანტერაზე , მოდრიჩზე, იმსახურებს თუ არა იკერ კასილასი "ოქროს ბურთს" და ა.შ.


ხედავთ თუ არა, რომ ფლორენტინო პერესმა შეცვლა თავისი იდეა "ზიდანებსა და პავონებზე"?

მას არაფერი არ შეუცვლია. უბრალოდ ფეხბურთელები, რომლებიც არიან გუნდში, მუდამ უნდა გვაჩვენებდნენ უმარღლეს კლასს. სიმართლე გითხრათ, სწორედ მაღალი კლასი აძლევს უფლებას ამა თუ იმ ფეხბურთელს, რომ "მადრიდის რეალში" ითამაშოს.

გამარჯობათ. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ურთიერთობა. მაინტერესებს თქვენი აზრი "მადრიდის რეალის" კანტერას მწვრთნელთან დაკავშირებით. ასევე მინდა გკითხოთ: რატომ ვყიდულობთ არც თუ ისე დიდი კლასის მქონე ფეხბურთელებს (ჰამიტ ალტინტოპი, ფაბიო კოენტრაო) მაშინ, როცა ესპანელი ფეხბურთელებზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, დავიდ სილვა, სანტი კასორლა, ხორდი ალბა, ხავი მარტინესი, ხუან მატა და სხვები...

ეს კითხვა მთავარ მწვრთნელზეა. ის იყენებს იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც თვლის საჭიროდ და ამას აკეთებს იმისთვის, რომ გუნდი იგებდეს. გუნდის ხელმძღვანელობა თავის მხრივ ფიქრობს კლუბის წარმატებებზე და როცა ისინი ვინმეს ყიდულობენ, ამას იმის გამო აკეთებენ, რომ ტიტულები მოიგონ.

დონ ალფრედო , არ თვლით, რომ ფერნანდო გაგო შეიძლება გამოდგომოდა "მადრიდის რეალს"? მე ის დიდებულ ოსტატად მიმაჩნია, მიუხედავად ყველანაირი კრიტიკისა.

გაგო-კარგი ფეხბურთელია, მაგრამ თუ ის არ ჭირდება სამწვრთნელი შტაბს, ვერ ვხედავ აზრს იმაში, რომ გააჩერონ გუნდში. მე მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი კლასის ფეხბურთელზე უარს არავინ არ იტყვის.

როგორ ფიქრობთ, ლუკა მოდრიჩისა და ხაბი ალონსოს დუეტი უკეთ შეთამაშდება , თუ ნური შაჰინისა და ალონსოსი?

ამასთან დაკავშირებით არანაირი აზრი არ მაქ, ვინაიდან მოდრიჩი "მადრიდის რეალში" ჯერ არ მინახია.

თქვენ პირდაპირი და მამაცი ადამიანი ხართ. რას ფიქრობთ ტიტო ვილიანოვას მისამართით გამოხატულ აგრესიაზე და მიუხედავად ამისა . ჟოზე მოურინიოს ამნისტიაზე?

ვფიქრობ, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ იცის, რასაც აკეთებს.

მინდა გავიგო, თუ რა გამორჩეული რიტუალები გქონდათ მნიშვნელოვანი თამაშების წინ? რას გრძნობდით, როცა "მადრიდის რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირების წინ? ამ მატჩის წინა ღამეს ახერხებდით დაძინებას?

ჩვენს სინამდვილეში მხოლოდ ერთი რიტუალი გვქონდა. ჩვენ ყველანი ერთად ვმღეროდით სიმღერას «os doce cascabeles» . ჩემთვის გვირაბიდან მოედანზე გასვლის მომენტი ყოველთვის იყო წუთები, რომლის დროსაც უნდა მეფიქრა, რომ მოედანზე გასულს თავი , რაც შეიძლება კარგად წარმომეჩინა. რაც შეეხება ძილს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თამაშის წინ დაძინება ძნელია.

თქვენი აზრი მაინტერესებს დღევანდელი ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და 50,60,70,80-იანი წლების გუნდებთან შედარება. განსაკუთრებით საინტერესოა 1970 წლის ბრაზილიასთან შედარება..

დღევანდელი ესპანეთის ეროვნული ნაკრები 1970 წლის ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებზე ძლიერია. ის უფრო გუნდურ თამაშს თამაშობს.

ადრეული წლებიდან გრძნობდით თავს მადრიდისტად?

ადრეულ წლებში მე "რივერ პლეიტის" კაცი ვიყავი. როცა გადმოვედი აქ, სწორედ მაშინ გავხდი ასი პროცენტით მადრიდისტა.

თქვენი სიტყვები, რომ ოქროს ბურთი უნდა მიიღოს მინდვრის მოთამაშემ და არა გოლკიპერმა "მადრიდის რეალის" ხელმძღვანელობსი მიერ უარყოფითად იქნა შეფასებული, რომელბიც იკერ კასილასში ერთ-ერთ პრეტენდენტს ხედავენ. თქვენ მართლა თვლით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მინდვრის მოთამაშე იმსახურებს "ოქროს ბურთს"?

თუ ისინი უკმაყოფილონი არიან ჩემი სიტყვებით, მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვხატე. დიახ, მე მართლაც ვთვლი, რომ "ოქროს ბურთი" მხოლოდ და მხოლოდ მინდვრის მოთამაშეს უნდა ხვდებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვცემ პატივს მეკარეებს. უბრალოდ ძალიან მცირე კრიტერიუმებია, რომლის მიხედვითაც შეიძლება მეკარისა და მინდვრის მოთამაშის შედარება. დაე, კარის დარაჯებს ცალკე ქონდეთ თავიანთი საპატიო ჯილდოები.

რას ფიქრობ იმ მცირე დროზე, რომელიც კაკას სათამაშოდ ეძლება?

ეს მთავარ მწვრთნელს უნდა კითხოთ. სწორედ ის ადგენს ძირითად შემადგენლობას, ის არის ფეხბურთელთა მდგომარეობის საქმის კურსში და ბოლოს, სწორედ ის იღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას.

მინდა რამოდენიმე კითხვა დაგისვათ:1) მე ვფიქრობ, რომ მესუთ იოზილი მომავალში "მადრიდის რეალის" უმთავრესი ფეხბურთელი გახდება, თქვენ იზიარებთ ჩემს აზრს, თუ როგორც ბევრი ამბობს, თქვენც ფიქრობთ, რომ ის არასტაბილურია? 2) არსებული შემადგენლობით შევძლებთ "ბარსელონას" დამარცხებას მიმდინარე სეზონში? და თქვენი აზრით, რა აკლია გუნდს იმისთვის, რომ იყოს საუკეთესოთა შორის საუკეთესო?

იოზილი ფანტასტიკური ფეხბურთელია და მას ჯერ კიდევ შეუძლია მომატება. მთავარი კონკრეტული ფეხბურთელი კი არა, გუნდური თამაშია. არცერთი ფეხბურთელს ცალკე აღებული არ ღირს იმდენი, რამდენიც თითოეული მათგანი ერთ მუშტად შეკრული. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს თამაშია, მაგრამ მე ვთვლი, რომ ამჟამინდელ "მადრიდის რეალს" ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.
dle 10.1

  • shvela
  • 21 ივლისი 2012
  • 2401
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)