რამოსი: "ევროპაში მადრიდის ხანა დგება"

სამეფო გუნდისა ანდალუსიელმა მცველმა, სერხიო რამოსმა, აღნიშნა რომ "რეალისათვის" ჩემპიონთა ლიგის მატჩი ერთობ მნიშვნელოვანია, რამეთუ მადრიდელების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ევროპაში პირველობაა.


- ამ კვირაში "რეალს" ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ელის "როსონერისთან."
- ჩემპიონთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანია.მომავალი შეხვედრა კი ლამაზი და რთული იქნება.

- თქვენ კვლავ წარდგებით პირისპირ რონალდიონიოს წინააღმდეგ.როგორ ფიქრობთ, "ბარსადან" წასვლის შემდეგ შეიცვალა ეს ფეხბურთელი?
- სიმართლე გითხრათ, მე იშვიათად ვადევნებ თვალ-ყურს მის გამოსვლევს, მაგრამ ვგონებ, კატალონიიდან წასვლის შემდეგ ცვლილება მოხდა მასში.სერია ა-ს გასულ ტურში, როგორც ვიცი, რონიმ შეძლო გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება.მოხარული ვარ, რომ კვლავ მომიწევს თამაში ისეთი დიდი მოთამაშის წინააღმდეგ, როგორიც გაუჩოა.

- რას ნიშნავს, ეს ტურნირი მადრიდელებისათვის?
- ჩვენი მიზანია, აღნიშნულ ტურნირზე სათანადოდ ვიასპარეზოთ და ბოლო წლებში წარუმატებელი სერია წარსულს მივაბაროთ.ჩვენ მოტივაციის ისიც ემატება, რომ წელს ლიგის ფინალი სწორედ "ბერნაბეუზე" შედგება.ყველას ძალიან გვინდა, რომ საშიანო კედლებში ერთ-ერთი მეტოქე "რეალი" იყოს.

- "მილანიც" ისეთივე რთული მეტოქეა, როგორიც "სევილია?"
- ვფიქრობ, ამ გუნდებს შორის დიდი განსხვავებაა."სევილია" სხვა ფილოსოფიით მოქმედებს, მათ უფრო მეტი შემტევი მოთამაშე ჰყავთ.რაც შეეხება, იტალიელებს, ისინი ძირითადად თავის შანსს ელოდებიან.

- რამდენიმე დღის წინ, "ოქროს ბურთის" მოპოვების პრეტენდენტების სია გამოქვეყნდა.როგორ ფიქრობთ, მთავარი მეტოქენი ამ პრიზის მოპოვებაში, მესი და რონალდუ არიან?
- ამ სიაში ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია.მოხარული ვარ, რომ სამეფო გუნდიდანაც არა ერთი მოთამაშე აცხადებს პრეტენზიას აღნიშნული ჯილდოს მოგებაზე.გამიხარდება თუ "ოქროს ბურთს" რონალდუ, კასილასი ან სხვა რომელიმე ესპანელი ფეხბურთელი დაეუფლება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)