მოურინიოს ახალი ინტერესი - მიკა რიჩარდსი

მადრიდის "რეალი" მარჯვენა მცველი ძიებაშია, ჟოზე მოურინიოს ორი ფავორიტი მოთამაშე ჰყავდა, ესენი იყვნენ დუგლას მაიკონი და გლენ ჯონსონი, მაგრამ როგორც ჩანს არც ბრაზილიელის და არც ინგლისელის ტრანსფერი არ შედგება, რადგან გუნდები ფინანსურ მხარეზე ვერ თანხმდებიან...


დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო კლუბს ახალი სამიზნე ჰყავს, ეს არის მანჩესტერ სიტის ინგლისელი მცველი, მიკა რიჩარდსი, რომელიც უნივერსალია და როგოც მარჯვენა ფლანგზე, ასევე ცენტრშიც ბრწყინვალედ შეუძლია თამაში, რამდენიმე წლის წინ ამ ფეხბურთელზე ყველა ძალიან დიდ იმედს ამყარებდა, მიკამ 70% მაინც შეძლო გამართლება და მაღალი დონის მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

ჟოზე მოურინიო მასში ალვარო არბელოას შემცვლელს ხედავს, პორტუგალიელ სპეციალისტს არაფრის დიდებით არ სურს სეზონის ისე დაწყება, რომ მარჯვენა ფლანგზე მხოლოდ არასტაბილური ალვარო ჰყავდეს.

ინგლისელი მცველის ფასი 20 მილიონი ევროა, ამას ემატება ახალგაზრდული ასაკი, მას კიდევ მრავალი წლის მანძილზე შეუძლია მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენება.

თუკი მადრიდელებმა ჯონსონსა და მაიკონზე სამუდამოდ ჩაიქნიეს ხელი, მაშინ რიჩარდსის ტრანსფერის საკითხი გაცილებით უფრო აქტუალური გახდება და სავარაუდოდ ინგლისელი მოთამაშე "ბლანკოსის" ფორმას მოირგებს. dle 10.1

  • Hala
  • 18 ივლისი 2012
  • 3242
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)