გონსალო : "მომდევნო სეზონი წინაზე უკეთესი იქნება"

გონსალო იგუაინმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მადრიდის "რეალისთვის" მომავალი სეზონი წინაზე ბევრად უკეთესი იქნება და გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა...


"ვარჯიში დავიწყეთ, ყველანაირად დიდი შემართებით ვემზადებით და ვთვლით, რომ წარმატებისთვის თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. შარშანდელ სეზონში ჩვენ ბრწყინვალე შედეგები ვაჩვენეთ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად, მაგრამ ვთვლი, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო უნდა გავუმჯობესდეთ. პირველივე დღეს ვარჯიშზე იმ შემართებით მოვედი, რომ ჩვენ მოვიგებთ ტიტულებს."

"ყველაფერს მშვიდად ვუყურებ, აღელვება არაფერში გამომადგება. როდესაც სეზონი დასრულდა და ჩემპიონობას ვზეიმობდი, მაშინ გულშემატკივარი გამომშვიდობა და წარმატება მისურვა, რატომღაც ხალხმა ეს ყველაფერი საბოლოო წასვლად მონათლა, იმ მომენტში ინჩასს უბრალოდ კეთილი ნების გამომხატავი სიტყვების თქმა სურდა, მე კი მის მაისურს ხელი მოვაწერე, მეტი არაფერი მომხდარა. ორიენტირებული "ბლანკოსზე" ვარ და გუნდიდან წასვლას ნამდვილად არ ვფიქრობ."

"გუნდი ჯერ-ჯერობით სრული შემადგენლობით ვერ ვარჯიშობს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ფეხბურთელები გადაღლილები არიან, სწორედ ამიტომ მოურინიომ მათთვის შვებულება გაახანგრძლივა, მაგრამ მომდევნო დღეებში ნელ-ნელა შევივსებით და რეჟიმში ჩავჯდებით."

"აქ ჩამოსვლის დღიდან ვიბრძვი და ვძლიერდები, პრობლემას არაფრისგან არ შევქმნი, რადგან დიდი ბრძოლის შედეგად ყველაფერი მიიღწევა, მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება და ამას აუცილებლად გავაკეთებ."

"მოურინიო არის და ყოველთვის იქნება გენიალური მწვრთნელი, რადგან მას ტვინში ყოველთვის ექსტრავაგანტული იდეები მოსდის, პორტუგალიელი ნამდვილი გენიაა."

"შარშანდელ სეზონში გავიტანეთ 121 გოლი, გავიმარჯვეთ ნოუ კამპზე, გავხდით ჩემპიონები და ვაჩვენეთ სანახაობრივი ფეხბურთი, ეს მართლაც რომ ბრწყინვალე შედეგია, მაგრამ მომავალ წელს ამ დროს კიდევ უფრო დიდი წარმატებები უნდა იყოს ჩვენს აქტივში." dle 10.1

  • Hala
  • 16 ივლისი 2012
  • 1913
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (314)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)