რონალდოს უნიკალური შედეგი

კრიშტიანო რონალდომ განვლილ სეზონში ყველა იმ ტურნირზე გაიტანა გოლი, რომელზეც კი იასპარეზა...


კრიშტიანო რონალდოსთვის განვლილი სეზონი ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა, ამაზე მის მიერ გატანილი გოლებიც მოწმობს. პორტუგალიელმა სულ 63 გოლს მოუყარა თავი. მან 5 ტურნირზე("ლა ლიგა", "კოპა დელ რეი", ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევრო 2012) იასპარეზა და ყველა მათგანზე გამოიჩინა თავი. შესაბამისად, ამ მხრივ იგი გამორჩეულია "რეალის" შემადგენლობაში.

როგორც იცით, კრიშტიანომ "ლა ლიგა" 46 გოლით დაასრულა, ჩემპიონთა ლიგაზე მან 10 გატანილ ბურთს მოუყარა თავი, სუპერთასზე მხოლოდ ერთს დასჯერდა, "კოპა დელ რეიზე" 3-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო რაც შეეხება ევროპის 2012 წლის ჩემპიონატს, პორტუგალიელმა 3 გოლი გაიტანა და სამივე ძალზედ მნიშვნელოვანი...

რონალდოს აქამდეც ჰქონდა ერთდროულად 5 ტურნირზე გატანილი გოლი, თუმცა არა ამ რაოდენობის. 2008-2009 წლების სეზონში, როცა იგი "მანჩესტერში" გამოდიოდა, "პრემიერ ლიგაში", ლიგის თასზე, ასოციაციის თასზე, ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მოახერხა თავის გამოჩენა.... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)