მოუს ელ ნინიო

ალვარო მორატას ისტორია 2008 წელს დაიწყო, სწორედ მაშინ გადმობარგდა ის ხეტაფეთან მადრიდის რეალის აკადემიაში. მას შემდეგ ის სწრაფი ნაბიჯებით ვითარდებოდა და პროგრესი სახეზეც არის, თავიდანვე კასტილიას მარგალიტად მონათლული ვარსკვლავ-ბიჭუნა დღეს ძირითადი შემადგენლობის წევრია.


უნდა აღინიშნოს მისი მიღწევები, როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზე. 2010 წელს ის გახდა ესპანეთის ჭაბუკთა ჩემპიონატის გამარჯვებული და საუკეთესო ბომბარდირი. აიღო მესამე ადგილი ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატზე. პირველი ადგილი და ბომბარდირი 19 წლამდელთა ჩემპიონატზე. სეგუნდა ბ-ს ჩემპიონი 2012 წელს.

მისი დებიუტი მთავარ გუნდში 17 წლის ასაკში შედგა, ახლა ის 19 წლის არის და უკვე სრულუფლებიანი წევრი გახდა იმ გუნდისა, რომელსაც მილიონობით ადამიანი ქომაგობს, მათთვის კი კანტერანოს გამოჩენა ყოველთვის სასიხარულო და მისასალმებელი ფაქტია, შესაბამისად გულშემატკივრების მხარდაჭერა ალვაროს არ დააკლდება.

ოთხი წლის წინანდელ შენაძენს მიჩელი ასე აფასებს: "ჩვენ ვაკვირდებოდით მის თამაშს რეალის წინააღმვდეგ და ალვაროში დიდი პოტენციალი დავინახეთ, მალევე დავუკავშირდით მამამისს და მისი შვილის "გათეთრება" შევთავაზეთ, რაზეც ის დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა. როდესაც მადრიდის რეალმა ადებაიორი შეიძინა, სიმართლე გითხრათ ეს გადაწყვეტილება არ მომეწონა, რადგან კასტილიაში მორატა თამაშობდა, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ეთამაშა ტიპიურ 9 ნომრად. აგრეთვე მას შეუძლია უკან დახეულ ფორვარდად თამაშიც. ალვარო ყოველთვის მშვიდი არის და ეძებს სივრცეებს, სადაც შეიძლება გაიხსნას და გაიტანოს გოლი, რაც მთავარია ამას კარგად აკეთებს."

სერხიო პინია იყო მორატას ერთ-ერთი პირველი მწვრთნელი, როდესაც ესპანელი ფორვარდი რეალის აკადემიაში მოვიდა. ის ალვაროს ასე ახასიათებს: "როდესაც ჩვენთან მოვიდა, ეტყობოდა, რომ თამაშის გაუმჯობესება სურდა და ამის შესაძლებლობაც გააჩნდა. არასოდეს იყო კმაყოფილი მიღწეულით და უფრო მეტს ითხოვდა საკუთარი თავისგან, ამ მიდგომამ საბოლოოდ შედეგიც გამოიღო."

"ყველა ადამიანს სჭირდება ახალი გამოწვევები და არც ალვარო არის გამონაკლისი, მას მოსწონს სირთულეების გადალახვა, სწორედ ამ დროს ძლიერდება ადამიანი და აღწევს იმ კონდიციებს, რომელიც აუცილებელია წარმატებისათვის. ძირითად გუნდში გადასვლით ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებისაგან აიღებს მაგალითს. ვფიქრობ ის მომავალი წლების განმავლობაში სწორედ მორატა იქნება მადრიდის რეალის მთავარი ფორვარდი."

2008 წლიდან დღემდე მორატამ ძალიან სწრაფად გაიარა რეალის ასაკობრივი გუნდები და მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, მისი დაწინაურება მოურინიოს გადაწყვეტილება იყო, მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ მოუს ელ ნინიო (ბავშვი ესპანურად), რადგან არავინ იცის როდის გამოიყენებს ჟოზე ამ მართლაც უნიჭიერეს ფორვარდს. dle 10.1

  • SunSay
  • 16 ივლისი 2012
  • 2267
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (321)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)