ამოუცნობი ტრანსფერები

ზუსტად ერთი წლის წინ მადრიდის რეალმა ჰამიტ ალტინტოპი შეიძინა, არავინ იცოდა ამ ტრანსფერის მნიშვნელობა და საბოლოოდ ვერც ვერავინ გაიგო. ისე დატოვა თურქმა სამეფო კლუბი, რომ ცოტა ხანში არც კი გაგვახსენდება, რომ ის რეალის ღირსებას იცავდა ოდესღაც (სიმართლე გითხრათ სეზონის განმავლობაშიც მავიწყდებოდა, რომ ჰამიტი მადრიდისტაა, უბრალოდ არ მახსოვდა მისი არსებობა). მინდა შემოგთავაზოთ მსგავსი ტრანსფერები, რომელთა მიზანი დღემდე ამოუცნობი რჩება.


ვიტორი (93/94): ის იყო მარჯვენა მცველი და ბრაზილიაში წარმატებითაც ასპარეზობდა, სამეფო კლუბში მოსვლის შემდეგ მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და ყველა მიხვდა, რომ ის თეთრებში დიდი ხნით ვერ გაჩერდებოდა, სეზონის დასრულებისთანავე ვიტორი ბრაზილიაში დაბრუნდა.

ფრედი რინკონი (95/96): კოლუმბიელი ნახევარმცველი, რომელიც ხორხე ვალდანომ შეიძინა, მაგრამ მუდამ სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ძირითადად ის სამეფო თასზე ასპარეზობდა, საერთო ჯამში მას 18 შეხვედრა დაუგროვდა. წლის ბოლოს კი იგი ბრაზილიაში გაემგზავრა, სადაც კარიერის დასრულებამდე თამაშობდა.

ზე რობერტო (96/97; 97/98): 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 19-ჯერ მოირგო თეთრი მაისური, შემდეგ კი თავი ლევერკუზენის ბაიერს მიაშურა, ამის შემდეგ ბაიერნში გადაბარგდა, სადაც თავისი თამაში იპოვნა.

სეკრეტარი (96/97): ეს ფეხბურთელი სამეფო კლუბმა კაპელოს თხოვნით შეიძინა, 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ პორტოში გადაბარგდა, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა, 2004 წელს ჟოზე მოურინიოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

პეტკოვიჩი (96/97; 97/98): სერბმა ფეხბურთელმა 2 სეზონში მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ მადრიდის რეალი დატოვა. ჯერ რამდენიმე ესპანურ კლუბში სცადა ბედი, ხოლო შემდეგ ბრაზილიას მიაშურა თავი.

ჟულიო სესარი (99/00): ბრაზილიელი მცველი, რომელმაც სამეფო კლუბის მაისური 22ჯერ მოირგო, თუმცა მისმა უღიმღამო ასპარეზობამ ადგილი ვერ შეუნარჩუნა მადრიდის რეალში და მილანში გადაბარგდა, თუმცა იქიდანაც მალე წავიდა, რამდენიმე ევროპულ გუნდში სცადა ბედი, ახლა ის სპორტინგ კანზასში თამაშობს.

პერიკა ოგნენოვიჩი (98/99; 99/00): სერბი ფეხბურთელი გუს ჰიდინკმა მოიყვანა, მას მიატოვიჩს ამსგავსებდნენ თამაშის მანერით, მაგრამ შედეგებით მასთან ახლოსაც ვერ მივიდა, ამიტომ 2 სეზონის შემდეგ დატოვა სამეფო კლუბი.

ბალიჩი (99/00; 00/01): ბოსნიელში 18 მილიონი ევრო გადაუხადეს თურქულ ფენერბახჩეს, მაგრამ 2 სეზონის მანძილზე მხოლოდ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და დატოვა კლუბი.

ვუდგეიტი (04/05; 05/06): იეროს წასვლის შემდეგ სამეფო კლუბის ხელმძღვანელებმა არჩევანი ვუდგეიტსა და ვალტერ სამუელზე გააკეთეს. ბრიტანელი ფეხბურთელი საერთოდ ძალიან უიღბლო აღმოჩნდა, რადგან ერთ დროს ის პერსპექტიულ მცველად ითვლებოდა, მაგრამ ტრავმებმა თვითრეალიზების საშუალება არ მისცეს. ასე მოხდა მადრიდის რეალშიც 2 სეზონის განმავლობაში მან თავი გულშემატკივრებს ავტოგოლით დაამახსოვრა.

პაბლო გარსია (05/06): მადრიდის რეალმა ურუგვაელი ნახევარმცველი ოსასუნადან გადმოიყვანა. ფეხბურთელმა 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ითამაშა ზიზუსთან, რონალდოსთან, რაულთან და სხვა ვარსკვლავებთნ ერთად, შემდეგ კი უკვალოდ გაქრა. ახლა ის სალონოკის ღირსებას იცავს.

დიეგო (05/06): ურუგვაელი მარჯვენამ ცველი რივერ პლეიტიდან გადმოიყვანეს მადრიდის რეალში. თავი დიდად არაფრით დაამახსოვრა გულშემატკივრებს და სეზონის დასრულებისთანავე სარაგოსაში გადაბარგდა.

ჟულიან ფობერი (08/09): ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც ვესტ ჰემის ღირსებას იცავდა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ხუანდე რამოსის მოთხოვნით იჯარით აიყვანეს თეთრებმა. იმ დროისთვის მაჯვენა ფლანგი ყველაზე პრობლემატური პოზიცია იყო მადრიდის რეალისათვის, რადგან გუნდი დატოვა დევიდ ბექჰემმა და მას შემდეგ მწვრთნელი მუდმივი ძიების პროცესში იყო, მისი აზრით ფობერი მოახერხებდა დეფიციტის აღმოფხვრას, თუმცა ის დღემდე რჩება მადრიდის რეალის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობ ტრანსფერად. dle 10.1

  • SunSay
  • 14 ივლისი 2012
  • 3954
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)