ხუანდე : მოდრიჩი ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას იღებს

მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავკაცმა, ხუანდე რამოსმა ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა, მან ხორვატ ფეხბურთელს ხოტბა შეასხა...


"ლუკა ბრწყინვალე ფეხბურთელია, მე მას ჯერ კიდევ ხორვატიაში თამაშის დროს ვაკვირდებოდი, მან ბრწყინვალედ ითამაშა ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო აღმავლობაც."

"ტოტენჰემში მოდრიჩმა ყველას დაანახა, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, იგი ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას იღებს, მოედანზე არ იბნევა და მაქსიმალურად ცდილობს საუკეთესო გამოსავლის მოძებვნას."

"ყველაფერთან ერთად აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ლუკა უნივერსალია, მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, ფიზიკური ძალა ხორვატ მოთამაშეს ბევრი მოძრაობის საშუალებას აძლევს, რაც თანამედროვე ფეხბურთში ფასდაუდებელი გახლავთ."

"დარწმუნებული ვარ, თუ "რეალი" ხორვატს იყიდის, იგი მალევე მოერგება მადრიდული გუნდის ფილოსოფიას და გუნდისთვის მხოლოდ წარმატებას მოიტანს." dle 10.1

  • Hala
  • 13 ივლისი 2012
  • 1526
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)