შეცვლილი პეპე

პეპე ბრწყინვალე ფორმაშია, რაზეც მისი საკლუბო და სანაკრებო დონეზე ბრწყინვალედ ჩატარებული შეხვედრები მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ კეპლერი ქებას იმსახურებს როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.


ესპანეთში რიგი ეპიზოდების გამო პეპემ აგრესიული და დაუნდობელი ფეხბურთელის იმიჯი შეიქმნა, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე მან დაამტკიცა, რომ ის ტყუილად არ ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად. პეპემ 5 მატჩში მხოლოდ ორი შეცდომა დაუშვა, აგრეთვე ორჯერ დაჯარიმდა და მიიღო ერთი ყვითელი ბარათი.

გარდა ამისა, მან მოედანზე ლიდერის ფუნქცია საკუთარ თავზე აიღო და ჩეხეთთან მატჩში, თვით კრიშტიანო რონალდოს აძლევდა შენიშვნას, რომ ის სათანადოდ არ ირჯებოდა დაცვაში და უკან ჩამოსვლას სთხოვდა. წარსულში ცნობილმა იტალიელმა მცველმა ბარეზმიმ განაცხადა, რომ პეპეს თამაში მას აოცებს და მისი აზრით პორტუგალიელი მსოფლიოს საუკეთესო მცველია.

პეპე გამორჩეული იყო მოედნის გარეთაც, ის არ ამბობდა უარს ავტოგრაფების დარიგებაზე და მუდამ უღიმოდა გულშემატკივრებს, მაშინაც კი, როდესაც ცუდ ხასიათზე იყო. ავტობუსით თანაგუნდელებთან მგზავრობისას კი ცდილობდა კარგ ხასიათზე დაეყენებინა თანაგუნდელები.

ჩეხეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, მან ითამაშა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან, აგრეთვე ამ მატჩის შემდეგ მას მალევე შეეძინა ქალიშვილი. ხოლო ესპანეთთან ნახევარფინალში მარცხის შემდეგ, კეპლერმა მოძებნა ძალა და მიულოცა თავის თანაკლუბელებს გამარჯვება და წარმატებები უსურვა. dle 10.1

  • SunSay
  • 13 ივლისი 2012
  • 2559
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)