ლასის დარჩენა თითქმის გადაწყვეტილია

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" "შავ სიაში" პირველად ნომრად ლასანა დიარა იყო გამწესებული, შარშან იგი გუნდში დარჩა, მაგრამ წელს უკვე ყველას ეგონა, რომ ფრანგი მოთამაშე სხვა კოლექტივს მიაშურებდა...


მიუხედავად იმისა, რომ მოურინიოს დიარას ხშირად ბლოკავდა, ფრანგ ფეხბურთელს ხელი არ ჩაუქნევია და მაქსიმალურად ეცადა საკუთარი ძალების დამტკიცებას.

ზაფხულში მის წასვლაზე კიდევ ალაპარაკდნენ, რადგან ლასის პოზიციაზე გუნდის რამდენიმე მოთამაშე ჰყავს, მაგრამ მთავარ მწვრთნელს სხვა რამის გამო "ტკივა თავი". გუნდს ალვარო არბელოას გარდა არცერთი მარჯვენა მცველი არ გააჩნია, სერხიო რამოსი უკვე ცენტრ მცველად მოგვევლინა, აქედან გამომდინარე დიარა შესაძლოა გუნდში დარჩეს.

დუგლას მაიკონის და გლენ ჯონსონის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა საგონებელშია ჩავარდნილი, რადგან გუნდი ვერ პოულობს მაღალი დონის მარჯვენა მცველს, რომელიც ალვარო არბელოას ჩანაცვლებას შეძლებს, დიარას კი ფლანგზე თამაშის გამოცდილება ნამდვილად აქვს და კრიტიკულ სიტუაციაში მშვენივრად ართმევს თავს სხვა პოზიციაზე ასპარეზობას.

ჟოზე მოურინიოს არავითარ შემთხვევაში არ სურს მთელი სეზონის მხოლოდ არბელოას იმედზე გატარება, ფეხბურთელს აუცილებლად სჭირდება დუბლიორი, ლასანა დიარას გუნდში დარჩენის შემთხვევაში კი არბელოას სანაცვლოდ სწორედ ფრანგი მოგვევლინება ხოლმე, ამით სამეფო კლუბის ბიუჯეტსაც არ მიადგება ზარალი.

თუკი ფრანგი მოთამაშე გუნდში დარჩა, მას ინტენსიური ვარჯიშები მოუწევს დაცვის მარჯვენა ფლანგზე და იგი გუნდის არა საყრდენ ნახევარმცველად, არამედ მარჯვენა მცველად მოგვევლინება.

ჯერ-ჯერობით 100%-ით არაფერი გახლავთ გადაწყვეტილი, მაგრამ ლასის დარჩენაზე უკვე ყველა საუბრობს, რადგან იგი გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ითვლება. dle 10.1

  • Hala
  • 11 ივლისი 2012
  • 2274
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)