Ecodiario: კაკა გუნდთან ერთად აშშ არ გაემგზავრება

Ecodiario: კაკა გუნდთან ერთად აშშ არ გაემგზავრება


რიკარდო კაკა აშშ გასამართ ტურნეზე გუნდთან ერთად არ გაემგზავრება.


Ecodiario-ს ინფორმაციით კაკა ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის. გარდა ამისა კლუბს სურს გაყიდოს ბრაზილიელი მისი მაღალი ხელფასის გამო, (თითქმის 10 მილიონი ევრო წელიწადში) რომელიც საერთოდაც არ შეესაბამება, მის სათამაშო დროს.

როგორც მოსალოდნელი იყო მადრიდის "რეალს" არ აქვს ბევრი შემოთავაზება ბრაზილიელთან დაკავშირებით. ცოტა წინადადება, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუს" ოფისში მივიდა, არ შეესაბამება კაკას მოთხოვნებს, ანუ ბრაზილიელს რამდენიმე მილიონით დაბალი ხელფასი ექნება სხვა გუნდში გადაბარგების შემთხვევაში.

თუ Ecodiario-ს ინფორმაცია უტყუარია, მაშინ ჟოზე მოურინიო იგივე მეთოდს მიმართავს რაც 2011 წლის ზაფხულში გამოიყენა, როცა ლასანა დიარა, სერხიო კანალესი, პედრო ლეონი და დრენტე არ წაიყვანა შეერთებულ შტატებში გასამართ ტურნეზე.

ზემოთ აღნიშნული ფეხბურთელები არ გაემგზავრნენ ტურნეზე გუნდთან ერთად და შესაბამისად სამმა მათგანმა კლუბი დატოვა, შესაძლებელია ასე მოხდეს მადრიდელი "8"-იანის შემთხვევაშიც, რომელმაც "ბლანკოსში" ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა.






ინფორმაციის წყარო: Мerengues.ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)