მომდევნო სეზონისთვის მორატა პირველ გუნდში გამოიძახეს

მომდევნო სეზონისთვის მორატა პირველ გუნდში გამოიძახეს


მორატას ცხოვრება ამ ზაფხულს შემდეგ, რადიკალურად შეიცვლება.


ბოლოს და ბოლოს ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა ენდოს ახალგაზრდა ფეხბურთელს, ეს იღბლიანი კი მორატა გახლავთ. AS-ის ცნობით, მორატა იმ 25 ფეხბურთელში მოხვდა, რომელიც პირველ გუნდში ითამაშებს მომდევნო სეზონში. ალვარო წინასასეზონო მზადებას 15 ივლისს გუნდთთან ერთად დაიწყებს.

მოურინიო მასში კრიშტიანუს შემცვლელს ხედავს, რომელიც მარცხენა ფლანგზე ასპარეზობს. ფაქტია, რომ ალბერტო ტორილო ფორვარდს მარცხენა ფლანგზე ათამაშებდა, ცენტრფორვარდად კი ძირითადად ხოსელუ იდგა. მორატამ 37 მატჩიდან 25-ში მარცხენა ფლანგზე იასპარეზა და ჩვიდმეტი გოლის გატანაც მოახერხა.

ალვარო მორატას აქვს უკვე გამოცდილება პირველ გუნდში ასპარეზობის. მისი დებიუტი ლა ლიგაში 2009 წელს "სარაგოსას" წინააღმდეგ შედგა. ასევე მან მონაწილეობა მიიღო სამეფო თასის შეხვედრაში, სადაც თეთრებმა მეტოქე 8:0 გაანადგურეს.

იანვარში როცა იგუაინი ტრამვირებული იყო, ბენზემა კი მაინცდამაინც ვერ ბრწყინავდა მოურინიოს ჰკითხეს მზად იყო თუ არა მორატა პირველ გუნდში ეთამაშა. ჟოზემ კი უპასუხა:"ის ჯერ კიდევ არ არის მზად პირველ გუნდში ასპარეზობისათვის, მან კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს. ალვარომ ივარჯიშა ჩვენთან ერთად და ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი იქნება მისი შემდგომი განვითარებისათვის." ახლა კი ჟოზე მოურინიო მზადაა შანსი მისცეს ახალგაზრდა ტალანტს.



ინფორმაციის წყარო:As.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)