ხუთი ამხანაგური შეხვედრა

”მადრიდის რეალი” მიმდინარე ზაფხულში სანამ შიდა ჩემპიონატი დაიწყება ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.


ზაფხულის პირველი საკონტროლო შეხვედრა შედგება 27 ივლისს ლისაბონში სტადიონ ”და ლუშ”-ზე, სადაც ”თეთრები” ლეგენდარული ეუსებიოს პატივსაცემად დაუპირისპირდებიან ადგილობრივ ”ბენფიკა”-ს. თამაშისთვის მოსამზადებლად ”მადრიდის რეალს” 13 დღე ექნება: ფეხბურთელები შვებულებიდან 15 ივლისს უნდა გამოვიდნენ.

ლისაბონში გასამართი შეხვედრის შემდეგ ”თეთრები”, როგორც მოურინიოს დროს ჩვევად ექცათ, გაემართებიან ა.შ.შ-ში და იქაური ტურიც ამით გაიხსნება, გუნდს იქ შემოუერთდებიან ფეხბურთელები, რომლებიც მიმდიანრე ევროპის ჩემპიონატზე იღებდნენ მონაწილეობას: კარიმ ბენზემა, კრიშტიანო რონალდუ, პეპე, ფაბიო კოენტრაუ, სამი ხედირა , მესუთ იოზილი.

ესპანელი ფეხბურთელები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ევრო-2012-ის ფინალში (იკერ კასილასი, ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი, ხაბი ალონსო, რაულ ალბიოლი), გუნდს მოგვიანებით, უფრო სწორად კი 30 ივლისს შემოუერთდებიან.

ტურნირი «World Football Challenge» -ის ფარგლებში ა.შ.შ-ში ”მადრიდის რეალი” ითამაშებს ოთხ ამხანაგურ შეხვედრას: 2 აგვისტოს ”ლოს ანჯელეს გალაქსისთან” (კარსონი, კალიფორნია), 5 აგვისტოს ”სანტოს ლაგუნდა დე მექსიკოსთან” (ლას ვეგასი), 8 აგვისტოს ”მილანი” (ნიუ-იორკი) და 11 აგვისტო ”სელტიკი” (ფილადელფია)


ამით წინასასეზონო მომზადება დასრულდება, ვინაიდან უკვე ეღი კვირის თავზე 18-19 აგვისტოს ჩატარდება ლა ლიგის პირველი ტური, (”მადრიდის რეალი” პირცელ შეხვედრას 19 აგვისტოს გამართავს ”ვალენსიას” წინააღმდეგ), ხოლო ამის შემდეგ ”თეთრებს” მოუწევთ ესპანეთის სუპერ თასის ორი შეხვედრის ჩატარება ”ბარსელონას” წინააღმდეგ: 22 აგვისტოს ”კამპ ნოუზე” და 29 აგვისტოს ”სანტიაგო ბერნაბეუზე”.

ჯერჯერობით უცნობია მხოლოდ ერთი რამ, ესაა თუ როდის გაიმართება ”სანტიაგო ბერნაბეუს თასის” შერხვედრა, რომლის ფარგლებშიც ”სამეფო გუნდი” კოლუმბიურ ”მილიონარიოს”-ს დაუპირისპირდება. dle 10.1

  • shvela
  • 9 ივლისი 2012
  • 1838
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)