ნისტელროი : "რეალი მომავალ სეზონში მწვერვალებს დაიპყრობს"

ჰოლანდიელი ფორვარდი, რუუდ ვან ნისტელროი ჟურნალისტებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ წელს უკვე ძალიან კარგად ჩანდა იმის საფუძველი, თუ რა დონის გუნდი იქნებოდა მადრიდის "რეალი" მომავალ სეზონში, ვეტერანი ფორვარდის განცხადებით ჟოზეს შეგირდები მომავალ სეზონში დაუმარცხებლები იქნებიან...


"გასულ წელს სამეფო კლუბი აშკარად პროგრესირებდა და ეს ყველამ კარგად დაინახა, გუნდმა 100 ქულას მოუყარა თავი, ეს არც ისე პატარა შედეგია, დედაქალაქელები ნამდვილად იმსახურებდნენ ჩემპიონის ტიტულს."

"ჟოზემ გუნდში განსხვავებული ფილოსოფია ჩამოაყალიბა, სამეფო კლუბს გარკვეული ხნის მანძილზე თავდაჯერებულობა და ბრძოლისუნარიანობა აკლდა, ამჯერად კი ეს პრობლემა მოგვარებული გახლავთ, ფეხბურთელები მოედანზე ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ."

"გუნდში ყველა ფეხბურთელი მობილურია და ნებისმიერ პოზიციაზე ბოლომდე იხარჯება, რაც თავისთავად ძალიან კარგის მანიშნებელი გახლავთ, რადგან კოლექტივი მუდმივ მოძრაობაში იმყოფება, ფორვარდი ყოველთვის იხევს უკან ნახევარმცველებისა და მცველების დასახმარებლად."

"წინა სეზონში "ბლანკოსმა" წინ უდიდესი ნაბიჯები გადადგა , მოიპოვა ლა ლიგის ტიტული, რომელიც 3 წლის მანძილზე ბარსელონას ჰქონდა ჩაბარებული, ახლა კი დარწმუნებული ვარ ისინი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძოლებენ, რადგან ეს მათთვის ყველაზე პრიორიტეტული იქნება, დარწმუნებული ვარ ამ შემადგენლობას შეუძლია დაუმარცხებელი იყოს და ყველაფრის მოგებისთვის იბრძოლოს." dle 10.1

  • Hala
  • 8 ივლისი 2012
  • 2233
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)