10 სახელი გონსალო იგუაინის ცხოვრებაში

ამ სტატიაში მოთხრობილია 10 ადამიანის შესახებ, რომლებზეც საუბრობს გონსალო იგუაინი.


1. ხორხე იგუაინი

თავის დროზე მამაჩემი ფეხბურთელი იყო, ახლა კი ჩემი მრჩეველია. მე ვნახე როგორ თამაშობდა ის კარიერის ბოლოს...როგორ გახდა "რივერთან" ერთად ჩემპიონი. იმ საღამოს მე მივედი მასთან მოედანზე. იმ დღიდან სამახსოვრო ფოტოები გვაქვს.

2. ენცო ფრანჩესკოლი

ენცო – ეს ოსტატობა და ელეგანტურობაა. მე მაოცებდა ფრანჩესკოლი, ასევე ზიდანიც. ზიდანმა მის შვილს ფრანჩესკოლის პატივსაცემად მისი სახელიც კი დაარქვა. ენცოსთან იშვიათად ვურთიერთობდი.

3. ბერდნ შუსტერი

ის წყნარი, შრომისმოყვარე და სერიოზული ადამიანია. მე მოვიპოვე მისი ნდობა.

4. რამონ კალდერონი

ადამიანი, რომლის მადლიერიც მუდამ უნდა ვიყო, რადგან მან მე მადრიდის "რეალში" თამაშის შესაძლებლობა მომცა. ის მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში და შრომისმოყვარეა.

5. დანიელ პასარელა

ის იყო მწვრთნელი, რომელიც ფსონს ჩემზე ჩამოდიოდა. ვიცი, რომ თავის დროზე ის იყო ფენომენალური მცველი.

6. ფლორენტინო პერესი

სიმართლე გითხრათ, მას არ ვიცნობ... მაგრამ მალე გავიცნობ. ვფიქრობ, ის ქარიზმატულია. მისი მადლიერი ვარ, რომ წლევანდელ სეზონში ასეთი შესანიშნავი გუნდი შექმნა: როგორ ბედნიერებაა. რომელი ფეხბურთელიც სურს, იმას ყიდულობს.

7. ხუანდე რამოსი

მე კარგად ვიმუშავე მასთან ერთად ექვსი თვის განმავლობაში. ის მოვიდა მაშინ, როცა გუნდი კრიზისში იმყოფებოდა და ამის შემდეგ იყო სენსაციური ექვსი თვე. ვფიქრობ, მან ოპტიმიზმით აგვავსო და მუდამ გვეუბნებოდა, რომ ჩვენ საუკეთესოები ვიყავით.

8. რაიმონ დომენეკი

მას ვიცნობ, რადგან ვესაუბრე მას და გაიგო ჩემი სიტუაცია... უფრო სწორედ მამაჩემი ესაუბრა, რადგან მე ფრანგული არ ვიცი.

9. ფაბიო კაპელო

ეს მან მომცა შანსი მეთამაშა "რეალში" და მენდობოდა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან არ ვიყავი შეგუებული ესპანეთს. ის შრომისმოყვარე მწვრთნელია.

10. სერხიო ბატისტა

ის გახლდათ მწვრთნელი არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების მატჩში, რომელშიც მივიღე მონაწილეობა. dle 10.1

  • faqo
  • 19 ოქტომბერი 2009
  • 2455
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)