მანჩესტერ "სიტის" გაგოს შეძენა სურს

მანჩესტერ "სიტის" გაგოს შეძენა სურს



ინგლისის ჩემპიონები დაინტერესებულები არიან, არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირებით.


იმის გათვალისწინებით, რომ ფერნანდო მადრიდს ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, კლუბს სურს მისგან რაც შეიძლება მაღალი სარგებელი მიიღოს და სარფიან ფასად გაყიდოს.

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინელმა ფეხბურთელმა მთელი სეზონი იჯარის წესით, "რომაში" გაატარა და გუნდის ძირითად ფეხბურთელად ითვლებოდა. ხელშეკრულების მიხედვით გაგოს სრულფასოვნად შეძენა რომაელ "მგლებს" 7 მილიონ ევროდ შეუძლიათ, მაგრამ "რომას" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ფასი ძალზედ მაღალია და ცდილობდნენ, რაც შეიძლება დაბალ ფასად გადაებირათ არგენტინელი ნახევარმცველი. შედეგად შეთანხმება ვერ მოხერხდა და მადრიდული გრანდი ახალ შემოთავაზებებს ელის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით.

გავრცელებული ხმების თანახმად, მანჩესტერ "სიტი" ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს, რობერტო მანჩინი კი ამის იდეალურ ვარიანტად ფერნანდო გაგოს მიიჩნევს. ჯერ-ჯერობით ძნელი სათქმელია, თუ როგორ განვითარდება არგენტინელ ფეხბურთელთან დაკავშირებით მოვლენები, მაგრამ შეიძლება ითქვას, "სიტი" მიმზიდველი ვარიანტია არგენტინელისათვის.




ინფორმაციის წყარო: Merengues.ru, Defensacentral.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)