"გოლები მანქანას" 3 წელი შეუსრულდა

კრიშტიანუ რონალდუს გამადრიდელებიდან 3 წელი გავიდა.


2009 წლის 6 ივლისს, ალფრედო დი სტეფანომ და ფლორენტინო პერესმა, პორტუგალიელი მეგა-ვარსკვლავი წარუდგინეს გულშემატკივრებს.სიტყვით გამოსვლის დროს, კრიშტიანუმ საკმაოდ ამაღელვებლად დასჭექა "¡Hala Madrid"

გოლეადორის დებიუტი 2009 წლის 29 აგვისტოს შედგა, "დეპორტივოს" წინააღმდეგ.მადრიდმა 3-2 იმარჯვა, რაშიც რა თქმა უნდა, რონის წვლილივ იყო.სწორედ იქედან დაიწყო "ფერარის" წარმატებული მადრიდული ეპოქა და დღემდე გრძელდება.

2011 წლის სეზონში, რონალდუმ "ოქროს ბუცი" ჩიაბარა, გაიატანა რა 40 გოლი პრიმერა დივიზიონში (იქამდე უპრეცედენტო).მის ანგარიშზეა ასევე ბრწყინვალე მაჩვენებელი - 100 გოლი 92 მატჩში.კრიშტიანუ ლა ლიგის პირველი ისეთი მეგოლეა, რომელმაც ერთ ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდს გაუტანა და ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში 32 გამარჯვება იზეიმა.ამას ემატება პირველ წრეში გატანილი 23 და სტუმრად შეგდებული 27 (ორივე უპრეცედენტო).

საბოლოო ჯამში, სტატისტიკის "მკვლელი," "რეალის" მაისურით, საშუალოდ 1.01 გოლს აგდებს თითოეულ შეხვედრაში.აღნიშნული შედეგი, თვით დი სტეფანოსა და პუშკაშსაც კი შეშურდებოდათ.

სამწლიანი მოაღვაწეობის განმავლობაში, რონალდუს ერთ-ერთიი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩები იყო: "სანჩეს პისხუანზე" "სევილიასთან" შესრულებული პოკერი, "კოპა დელ რეის" ფინალში ულამაზესი თავური დარტყა და ჩემპიონობა, ასევე "ბარსელონასთან," შარშან გატანილი "საჩემპიონო" გოლი, "ვისენტე კალდერონზე," "ატლეტიკოსთან" ჰეთ-თრიქი და ა.შ.

პირველ სეზონში 33 გოლის ავტორი, მეორე სეზონში 53, ხოლო მესამე სეზონში 60, ვნახოთ, რა იქნება ახალ სეზონში...

"გოლები მანქანას" 3 წელი შეუსრულდა


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)