რუდი - სანახაობა და ქულები, ლასოს მეორე პროექტისათვის

როგორც იცით, მიუხედავად ესპანეთის პირველობაზე განცდილი მარცხისა, "რეალის" ხელმძღვანელობამ, ნდობა გამოუცხდა საკლათბურთო გუნდის მწვრთნელს, პაბლო ლასოს.ამ უკანასკნელმა ახალი კონტრაქტის გაფორმებით, მეორე პროექტი დაიწყო სამეფო კლუბში.


სატრანსფერო ფანჯარაზე, ლასოს პირველი ნადავლი, გამოჩენილი რუდი ფერნანდესი გახდა.მალიორკაში დაბადებული კალათბურთელი, ცნობილია ათლეტურობით, პერიმეტრიდან ზუსტი სროლით, დაფარებებითა და დაცვაში საიმედო თამაშით.შეიძლება ითქვას, რომ პაბლოს "რეალმა" მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა.

რუდიმ (04-04-1985, პალმა დე მალიორკა) კალათბურთის თამაში, სან ხოსე ობეროს სკოლაში დაიწყო.მართალია, ბავშობიდან ფეხბურთი უფრო იზიდავდა, თუმცა ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე (მშობლები და და პროფესიონალი კალათბურთელები იყვნენ), კარების ნაცვლად, კალათში მოუწია ბურთის დამიზნება.12 წლის ასაკში, ფერნანდესები პალმადან ბადალონაში გადაბარგდნან და ბიჭუნა ადგილობრივ "ხოვენტუტში" მიიყვანეს, სადაც 2002 წლის 7 აპრილს, 17 წლის რუდის, სადებიუტო შეხვედრის ჩატარება მოუწია მადრიდელებთან.

სწორედ აღნიშნული დღიდან დაიწყო ფერნანდესის დიდებული კარიერა."ხოვენტუტის" რიგებში, მან ევროთასი (2008), კოპა დელ რეი (2008) & ULEB Cup-ი (2008) მოიგო.პარალელურად მას "ფურია როხაშიც" იძახებდნენ, სადაც დროთა განმავლობაში წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა (დებიუტი, 2004 წლის 23 ივლისს, ხოვატიასითან 97-90).ეროვნულ გუნდთან ერთად, რუდის შემდეგი ტიტულები ერგო: მსოფლიო ჩემპიონატი 2006-ში, ვერცხლის მედალი პეკინის ოლიმპიადაზე 2009-ში და ევრობასკეტზე ოქროს მედლები 2009-შ და 2011-ში.

ჩინეთის ოლიმპიურ თამაშების ფინალურ შეხვედრაში (ესპანეთი-აშშ, 2009 წ.), მეტად დასამახსოვრებელი მომენტი დაფიქსირდა.ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში, რუდიმ, როგორც იტყვიან, ბურთი თავზე "გადაატენა" დუაით ჰოვარდს (2 მეტრი და 12 სმ. სიმაღლეში).ნამდვილად ბრწყინვალე "სლემ დანკი" იხილეს ქომაგებმა.

ამის შემდეგ, ფერნანდესი, 2007 წელს,"ენ ბი ეის" დრაფტის პირველ ეტაპზე, Phoenix Suns-მა აიყვანა და ტრანსფერით Portland Trail Blazers-ს გადასცა.ესპანეთის ჩემპიონატზე 178 პაექრობის (საშუალო მაჩვენებელი თითოეულ თამაშში: 14.4 ქულა, 3.5 მოხსნა, 3 ასისტი) ჩატარების შემდეგ, მისი კარიერა ამერიკაში გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ Portland Trail Blazers-ის შემადგენლობაში, სადებიუტი დაპირისპირება, "ლეიკერსთან" მოუწია.მატჩის დასრულების შემდეგ რუდის აქტივში 16 ქულა და 4 ასისტი დაგროვდა.ხაზგასასმელია, რომ ის გახდა პირველი ევროპელი კალათბურთელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო "ოლ სთარის" "სლამ დანქების" (ჩატენვების) კონკურსში.

Portland Trail Blazers-ში სამწლიანი გამოსვლის შემდეგ, მისი საშუალო მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 8.8 ქულა, 2.4 მოხსნა, 2.1 ასისტი და 1 დაფარება.

2011 წელს, ფერნანდესი "დალას მავერიკმა" შეიძინა, მაგრამ "ენ ბი ეში" ლოკაუტის გამო, დროებით "რეალის" მაისური მოირგო, სადაც 17 მატჩის თამაში მოასწრო (13.9 ქულა, 3.4 მოხსნა, 2.4 ასისტი).ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონატის განახლების შემდეგ, რუდიმ Denver Nuggets-ის ღირსების დაცვა დაიწყო (2011 წლის დეკემბერი).ჯამში, 31 თამაში დაუგროვდა: 8.6 ქულა, 2.1 მოხსნა & 2.4 ასისტი.

რუდი ფერნანდესის კარიერა, საკლუბო და ინდივიდუალური მიღწევები:

რუდი - სანახაობა და ქულები, ლასოს მეორე პროექტისათვის


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)